x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124181
  • ვიდეო:355541
  • სურათი:496910
“ძალიან მძიმედ ვარ მართლა” - რას წერს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ერთ ემოციურ ისტორიას უზიარებს, რომელიც მას თავს ჭავჭავაძის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინ გადახდა:


"ძალიან მძიმედ ვარ მართლა. ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია…ეს პრობლემები რა მოსატანია უკრაინასთან მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც…


უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება… ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები… მოკლედ აი ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და ჭავჭავაძეზე აღმვოჩნდი ვერ გავიგე…


უცებ ვხედავ პატარა გოგონა, ასე 7-8 წლის იქნება მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, დავიხარე ჩასახუტებლად, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია წარწერით და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას. მერე ახალგაზრდა ქალიც მოვიდა, ვისთან ერთადაც იყო, ალბათ დედა, გადამეხვია და ისიც მადლობას მეუბნება! გულსაბნევისთვის!


მოვიგებთ აბა რა!

დიდება უკრაინას"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

0
999
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
999