x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ცხოვრებაში ბევრი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი ძვირფასი იშვიათად" - რა აჩუქეს ირაკლი ოქრუაშვილს?

image


რუსეთ - უკრაინის ომში, მოხალისედ წასული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან ომის გამოცდილებას ცხოვრებაში მიღებულ ყველაზე ძვირფასს საჩუქრად თვლის, რომელიც მას უკრაინისგან ერგო:


"ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი ძვირფასი რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ მაჩუქა, იშვიათად.


ალბათ 25-ოდე წელი კიდევ ვიცოცხლებ და ამ დროის განმავლობაში ერთი ომი მაინც კიდევ მოგვიწევს რუსებთან და აუცილებლად გამოვიყენებ უკრაინის საჩუქარს - რუსებთან ომის გამოცდილებას." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს ნომერ პირველი ბოროტების, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.




0
923
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
923