x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რატომ ლაჩრობთ? " - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოპოზიციურ მედიას ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებაში ადანაშაულებს და ყველა მათგანს "ლაჩარ მავნებელს" უწოდებს. "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ქოცები რომ ყველა კრიტიკოსს ნაცებად გვრაცხავენ, ეგ გასაგებია - მათ ინტერესშია.


მაგრამ აი ოპოტელემედიაც რომ ყველას ნაცებად გვრაცხავს წლებია, სააკაშვილის წონის ხელოვნურად გასაზრდელად და ვისაც ვერ გვრაცხავს, ხელოვნურად გვაქრობს - ეს ვის ინტერესშია? სააკაშვილის, რომელსაც იმედი აქვს რომ ერთხელაც "ჯონსი მოვა" აღარ გაამართლებს?


პრიმიტივები დამდევენ და ბოღმას მიძახიან - ესეც გასაგებია, მათი გონება პირველ-მეორეზე, ან არჩევან - არადანზე გაყოფის მიღმა ვერ განვითარდა! ვერც იმას იგებენ, მე რა მინდა და როგორც მშობლები უხსნიდნენ, ისე ხსნიან ჩემს პოზიციასაც - "შურს, დაიბოღმა"!


მაგრამ გონიერ ადამიანებს რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რომ ოპოზიციური მედია რასაც აკეთებს დამღუპველია?!


რატომ ლაჩრობთ? რატომ მტრობთ ამ ქვეყანას?


რატომ ცდილობთ ისეთი სამარცხვინო პარალელების გავლებას, თუნდაც იუმორისტულ შოუბში რომ მაგალითად "ნეიტრალიტეტი" არც ნაცობა და არც ქოცობაა?


რატომ ხართ ასეთი ლაჩარი მავნებლები?


რატომ ვერ ხვდებით რომ ბრძოლის ხაზი პოპულისტებსა და დემოკრატებს შორის გადის, სააკაშვილი პოპულისტების მხარესაა და თუ დემოკრატებს დამალავთ, ბიძინა იმარჯვებს?


ეს ხომ ფიზიკურად, ინჟინრულად, ტექნიკურადაც ნათელია?"- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.




0
1214
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1214