x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ტვიტერზე" გვიტევენ, დასცხეთ მაგათ ვინ ხართ მაგ ქსელში" - რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


უკრაინაში, პუტინის ომში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქ ფრენდებს ერთი თხოვნით მიმართავს:


"ტვიტერზე ოსეტინები და კაცაპ-მასკალები გვიტევენ და დასცხეთ მაგათ ვინ ხართ მაგ ქსელში, თორემ ყველა ფლანგზე ვეღარ ვწვდებით. განსაკუთრებით ნოდარის იმ ვიდეოს დაატარებენ - ორ რუსს მოკლავ თუ ერთ ოსსო. არა მუკუზანს დავალევინებთ დედის მაგათმა. ისე მსოფლიოს მერვე საოცრებაა, ოსეტინები ინგლისურად რომ ტვიტავენ. ვახ რა დღეში ვარ, სულ დინოზავრს მეძახიან ოსეტინები ტვიტერზე. თან ბლომად ვენესუელელები დაიხმარეს."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ოსური მხარის მიერ გავრცელებული პოსტის სქრინს აზიარებს.


image


ცნობისთვის, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს ნომერ პირველი ბოროტების, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.






0
186
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
186