x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე..." - მარინა ენდელაძეს ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
image

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მარინა ენდელაძის ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.


"5 წელი...როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე, ალბათ შენ მაძლიერებ, წუწუნი არ გიყვარს, ახლაც საყვედურს მეტყვი, წარსულში ვერ მოგმართავ, არ შემიძლია"-წერს ენდელაძე სოციალურ ქსელში.


image



ექიმ-ინფექციონისტის ერთადერთი შვილი იუ­რის­ტი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი, იგივე "ჩელე" 2017 წლის 28 მარტს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ირაკ­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.


იმ პე­რი­ოდ­ში ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან .თავად ტელეწამყვანისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო, ნელი აგირბას პირველი ქმარი ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომ ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი იყო.


როგორც ნელი აგირბამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ირაკლის გულზე პრობლემები ჰქონდა და თავადვე ამბობდა მალე მოვკვდებიო.


image


image



მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს დარჩა 17 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი, ჩოგ­ბურ­თე­ლი ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.


image


ინფექციონისტი მარინა ენდელაძე საზოგადოებამ განსაკუთრებით მაშინ გაიცნო, როდესაც პანდემიის დაწყების დღიდან სხვა ექიმებთან ერთად ტელეკრანით ინფორმაციას აწვდიდა კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ.

image

1
561
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
561
  
2022, 27 მარტი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1