x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"ეს საცოდავები ნახეთ, "გვამხელენ" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "POS TV" - ის მიერ "ტაბულას" მხილებას რუსეთის მთავრობის კონტროლირებადი წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ზემოხსენებული ტელეკომპანიის კოლექტივს შემდეგი ეპითეტით მოიხსენიებს:


"ეს საცოდავები ნახეთ. "გვამხელენ".


რა კარგად დაგვიკომპლექსებია ????


რუსულ წყაროს თუ ეყრდნობი და ლინკავ, ფეისბუქი გნიშნავს - რაც კარგია. ჟირინოვსკის სიკვდილზე ვაშინგტონ პოსტი არ წერს." - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით "POS TV" - ის სქრინსაც აზიარებს.


image

შეგახსენებთ, რომ რუსეთის "ლიბერალურ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდე არაერთხელ გავრცელდა, თუმცა "დუმის" სპიკერის განცხადებით, დეპუტატი ცოცხალია და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეეფერება.







0
504
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
504