x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ჩემი "ვიდით" აღშფოთებულო ფასიანო და უანგარო "ქოცებო" -  რა  მიმართვას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარი გარეგნობისა და საუბრის მანერით აღშფოთებულ - შეშფოთებულ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს საჯაროდ მიმართავს.


"1. კევს ვღეჭავ, იმიტომ რომ ლაპარაკის ნაცვლად, ხველა არ მოგასმენინოთ;


2. აჩაჩულ-დაჩაჩული და გაჩეჩილიც ძაან მშვიდად ვარ – ჯონსონმა ყველანაირი კომპლექსი მომიხსნა;


3. ცუდ სიტყვებს ვამბობ იმიტომ რომ ჩემი განათლება და ინტელექტი მეტს ვერ ქაჩავს.


ასე რომ, ვანოს შოუში ჩემი "ვიდით", ლაპარაკით და მანერებით აღშფოთებულო სხვადასხვა საიტებზე განფენილო ფასიანო და უანგარო "ქოცებო" დაეწიეთ რუსულ ხომალდს", - წერს ყოფილი დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ირინა სარიშვილი გუშინ, "მთავარი არხის" იუმორისტულ გადაცემა "ვანოს შოუს" სტუმრობდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის მომხრეების მხრიდან აღნიშნულ შოუში მის მონაწილეობას სხვადასხვა საიტზე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა, რომელიც ძირითადად მის ვიზუალურ მხარესა და ლაპარაკის მანერას შეეხებოდა.





0
476
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
476