x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ვარსკვლავების 7 ყველაზე ვულგარული კაბა წითელი ხალიჩიდან

image


მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობაზე დიზაინერების, კოსმეტოლოგებისა და სტილისტების მთელი არმია ზრუნავს, ზოგჯერ მოდური - კონფუზები ცნობილ სელებრითებს შორისაც ხდება. მასმედიაში კი ყველაზე აქტიურად თავადაც მოგეხსენებათ რომ სწორედ ასეთი კადრები განიხილება. მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადენლების ერთგული ფანები კრიტიკოსებთან ერთად მათ ჩაცმულობაში უმცირეს ნაკლოვანებებსაც კი ამჩნევენ და საკუთარ კერპებს ისე დასცინიან როგორც შეუძლიათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ეპატაჟის დედოფლების ყველაზე წარუმატებელ ლუქებს წითელი ხალიჩიდან.




რიანა, CFDA, 2014


image


მომღერალი ნიუ-იორკში CFDA Fashion Awards 2014-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დიზაინერ ადამ სალმანის ჩაცმულობით გამოჩნდა. გამჭირვალე კაბა, რომელიც ბრაბადოსელი ლამაზმანის იდეალურ სხეულს მთლინად აშიშვლებდა, საუკეთესო ბადისგან და 216 000 სვაროვსკის კრისტალით იყო გაფორმებლი.



მაილი საირუსი, MTV Music Awards 2015


image


MTV Music Awards-ის ღონისძიებაზე სკანდალურ შემსრულებელს მაილი საირუსს "ჩაცმულობაში" ვერავინ აჯობა, ეპატაჟური მომღერალი, რომელიც ასევე შოუს წამყვანიც გახლდათ, საზოგადოების წინაშე თითქმის სრულიად შიშველი წარსდგა.




ირინა შეიკი, "ოსკარი", 2015


image


Atelier Versace-ეს გრძელ, გამჭირვალე კაბაში გამოწყობილმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა Vanity Fair Oscars 2015-ის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება გამოჩენისთანავე აღაფრთოვანა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მოდელს ყველა ინტიმური ადგილი დაფარული სქელი, გაუმჭირვალე ქსოვილით ჰქონდა.





რიტა ორა, "ოსკარი", 2015


image


ბრიტანელმა მომღერალმა რიტა ორამ Vanity Fair Oscars 2015-ის წვეულების სტუმრები ამერიკელი მოდის დიზაინერის, დონა კარანის საკმაოდ თამამი კაბით მოხიბლა.




ტონი ბრექსტონი, "გრემი ", 2001


image


ამერიკელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი ტონი ბრექსტონსი "გრემის"დაჯილდოებაზე თითქმის სრულიად შიშველი გამოცხადდა.





ემბერ როუზი, MTV Video Music Awards, 2014


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი ემბერ როუზი MTV - ის დაჯილდოებაზე მართლაც უკონკურენტო იყო- გოგონას გაშიშვლების იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მან სამოსზე პრაქტიკულად უარი თქვა და დამსწრე საზოგადოების წინაშე პირდაპირ ჯაჭვებით დამზადებული ბიუსტჰალტერით წარსდგა.




მადონა, "Met Gala, 2016


image


მადონა, ამჯერზეც მოწოდების სიმაღლეზე იყო: ეპატაჟის დედოფლის ნახევრად შიშველი Givenchy -ის შავი, მაქმანებიანი კაბა Met Gala-ას სტუმრებსა და ფოტოგრაფებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. "ოსკარი" ყველაზე სკანდალური იმიჯისთვის როგორც ყოველთვის ამერიკელი პოპ - დივას, ლუიზა ჩიკონეს ხელში აღმოჩნდა.





0
519
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
519