x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მედვედევმა მსოფლიოს შეახსენა, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს
image



მედვედევმა შეახსენა სამყაროს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევა დოკუმენტში მითითებულია.



რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, თუ რა შემთხვეაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს.


როგორც მედვედევმა აღნიშნა, ყველა ასეთი შემთხვევა მითითებულია შესაბამის დოკუმენტში, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით.



პირველი სიტუაციაა, როდესაც ახორციელებენ ატომური სარაკეტო დარტყმას რუსეთის წინააღმდეგ, მეორე არის ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მესამე არის თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც რუსული ბირთვული შეკავების ძალები პარალიზებულია. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც აგრესია განხორციელდება მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლის დროსაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის არსებობას.


”მაგრამ მე ვსაუბრობ ამაზე იმიტომ, რომ ეს კითხვა დაისვა. ცხადია, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მოლაპარაკებები, დიპლომატიური ძალისხმევა ურთულეს სიტუაციებში, როგორიცაა ის, რაც მაგალითად, უკრაინის ირგვლივ ჩამოყალიბდა, მაინც საუკეთესო და სწორი გზაა“, - განაცხადა მედვედევმა.


ამასთან, მან დასძინა, რომ მოლაპარაკებები ყოველთვის არ არის წარმატებული, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აუცილებელია ამ გზით წასვლა". ამავე საუბარში დიმიტრი მედვედევმა ბირთვული ომის დაწყების შესაძლებლობა შეაფასა. მისი თქმით, არავის სურს ომი, მაგრამ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0