x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
Ferrari-ს ქროსოვერი - პირველი ოფიციალური ფოტო
კროსოვერი Ferrari Purosangue ამ დრომდე ჩნდებოდა ექსკლუზიურად ჯაშუშურ კადრებში, რომლის ავთენტურობაც საეჭვო იყო. მაგრამ ახლა მანქანის პირველი სურათი Ferrari-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.


წინა ნაწილის დიზაინში ყურადღებას იპყრობს ორად გაყოფილი ფარები და ჰაერის უზარმაზარი მიმღები მოკრძალებული ვერცხლის ცხენით სიღრმეში. არის გარკვეული მსგავსება Ferrari Roma კუპესთან.

image

მანქანა სრულამძრავიანია, რეგულირებადი კლირენსით. გარდა ამისა, ეს არის პირველი Ferrari ისტორიაში ხუთკარიანი კორპუსით.


Ferrari Purosangue კონკურენციას გაუწევს Lamborghini Urus-ს, მაგრამ ფერარის პროპორციები უფრო ახლოს იქნება "ამაღლებულ" ჰეჩბეკებთან.


იმ სურათებზე, სადაც კარგად ჩანს მანქანის პროპორციები დავინახავთ, რომ მანქანა დადაბლებულია, კაპოტი ხაზგასმულად გრძელია, ხოლო კუდი, პირიქით, მოჭრილი. ფაქტობრივად, მანქანა სრულამძრავიან ოთხადგილიან კუპე Ferrari GTC4Lusso-ს გაგრძელებაა.

სახელი Purosangue ნიშნავს "წმინდა ჯიშის", ასე რომ ეს არ არის ელექტრო მანქანა. მთავარი მოდიფიკაცია იქნება ჰიბრიდი ტურბო ძრავით V8. მაგრამ ჭორები ამბობენ, რომ კროსოვერი შეიძლება იყოს ბოლო ფერარი V12 ატმოსფერული ძრავით.


ახლა Ferrari-ს მხოლოდ ერთი მოდელი შემორჩა V12 ძრავით - Daytona SP3 საშუალოძრავიანი კუპე, რომელიც გამოშვებული იქნება 599 ცალი.



მას კაპოტის ქვეშ აქვს ძრავი V12 6.5 Ferrari 812 Competizione-დან. ანვითარებს 840 ცხ.ძ. ეს არის ყველაზე ძლიერი Ferrari-ს ძრავი ისტორიაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს.


Ferrari Purosangue-ის წარმოება წელს დაიწყება, გაყიდვები კი 2023 წლიდან. Ferrari Purosangue-ის გარდა, წელს იტალიური ბრენდი კიდევ ერთ ახალ მოდელს წარადგენს, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0