საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა 2022, 25 მარტი, 14:42 "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და გადაცემის "შენი დილა" წამყვანს, მარიამ გეგუჩაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას, სადაც აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ: დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. მარიამ გეგუჩაძეს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. "დღეს მე, Gvantsa Pertia, Taty Tomasi, Lucas Lomidze დაგვაჯარიმეს 2200 ლარით. Nata Peradze პროცესი; ახლა იქნება ჩვენ პარარელურად ალტ ინფოს პროცესი მიმდინარეობს. თქვენი აზრით "ალტ-ინფოს", რა განაჩენს გამოუტანენ?", - წერს მარიამ გეგუჩაძე "ფეისბუქ" გვერდზე. 175 1-ს მოსწონს
|