x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

image

"მთავარი არხის" ჟურნალისტსა და გადაცემის "შენი დილა" წამყვანს, მარიამ გეგუჩაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას, სადაც აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ: დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.


მარიამ გეგუჩაძეს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.



"დღეს მე, Gvantsa Pertia, Taty Tomasi, Lucas Lomidze დაგვაჯარიმეს 2200 ლარით. Nata Peradze პროცესი; ახლა იქნება ჩვენ პარარელურად ალტ ინფოს პროცესი მიმდინარეობს. თქვენი აზრით "ალტ-ინფოს", რა განაჩენს გამოუტანენ?", - წერს მარიამ გეგუჩაძე "ფეისბუქ" გვერდზე.

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0