x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"აქლემის ჩლიქები": ვარსკვლავები, რომლებმაც შარვლის ტარება არ იციან

image


ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს მამაკაცის ფანტაზიისთვის. სხეულზე როგორი მომდგარიც არ უნდა იყოს ჩაცმულობა, არის სხეულის ნაწილები, რომელთა ანატომიურ მახასიათებლებს სჯობს რომ ხაზი საერთოდ არ გავუსვათ.


image


როგორ ფიქრობთ, შეიძლება სასიამოვნო სანახაობა ვუწოდოთ ეგრეთ წოდებულ "აქლემის ჩლიქებს"? დიდი ალბათობით არა. მსგავსი ეფექტი როგორც წესი, ზედმეტად ვიწრო, წელზე მაღლა აწეული შარვლების ან ლეგინსების ტარებისას წარმოიქმნება.


imageimageimageimage


დიახ, ასეთი ნატურალიზმის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ცნობილი ქალბატონები ზოგჯერ წესიერების კანონებს სრულიად უგულებელყოფენ და პაპარაცების ობიექტივშიც დამსახურებულად ხვდებიან. განსაკუთრებით კი ამ მხრივ კიმ კარდაშიანი გამოირჩევა, თუმცა ობიქტურობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ ტანზე მომდგარი სამოსი მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება რეალითი - შოუს სკანდალური ვარსკვლავის მადისაღმძვრელ ფორმებზე, მაგრამ ფაქტია, რომ სომხური წარმოშობის ამერიკელ მოდელს, მსახიობსა და ბიზნესვუმენს შარვლების შერჩევასთან დაკავშირებით მართლაც რომ სერიოზული პრობლემა აქვს.


image


ბოლდუინების სამსახიობო დინასტიის ცნობილ წარმომადგენელსა და ჯასტინ ბიბერის მეუღლეს, ტოპ - მოდელს ჰეილი ბიბერს შესანიშნავი გემოვნება აქვს. გოგონა თავის თითქმის ყველა "ლუქს" მუქი ფერის გეომეტრიული ფორმის სათვალეებით აფორმებს, რომლებიც წლებია უკვე მის სავიზიტო ბარათად იქცა, თუმცა ე.წ "ველოსიპედის შორტები" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელის იდეალურ სხეულზეც კი არც თუ შთამბეჭდავად გამოიყურება.


image


მოდის მიმდევარ გოგონებს ხანდახან სადღესასწაულო კომბინეზონებიც კი ღალატობს. ეს კი მაშინ ხდება როდესაც კოსტუმის ქვედა ნაწილი იჭიმება, ქსოვილის ნაკეცები კი არც თუ ესთეტიკურ ეფექტს ქმნის. რეალითი შოუს "სიყვარულის კუნძულის" ვარსკვლავი, ტაილა კარი ფილმ "არადელიკატური ისტორიის" მსოფლიო პრემიერაზე მართალია საუცხოოდ გამოიყურებოდა, თუმცა გოგონას ერთგული თაყვანისმცემლების ყურადღება მაინც სულ სხვა დეტალმა მიიპყრო.


image


სტილისტები მადისაღმძვრელი ფორმების მქონე გოგონებს ტანზე მომდგარი სამოსის ტარებას იმ შემთხვევაში ურჩევენ თუკი ისინი ე.წ. "აქლემის ჩლიქების" ეფექტის დასამალად, ტრუსების ყოველდღიურ საფენს გამოიყენებენ, რომელიც ამოზნექილობას ასწორებს. ფოტომოდელმა ბლეკ ჩაინამ და ბრიტანელმა ტელევარსკვლავმა ქლოია ფერიმ სტილისტთა ეს რჩევა ჯერჯერობით არ გაითვალისწინეს.



image


ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მშვენივრად იციან, რომ საზარდულის ზონა ყოველთვის გრძელი ბლუზებით უნდა დაიფაროს, თუმცა სარა ჯესიკა პარკერსა და ტეილორ სვიფტს ზედატანი დუნდულებს არ უფარავს და ე.წ. "ჩლიქების" ეფექტი ორივე ქალბატონს მოღალატურად გასცემს.


image


ღია ფერის ლეგინსები გოგონებს როგორც წესი, ყველაზე ხშირად ღალატობს. სერიალ "მაშველების" ვარსკვლავის, დევიდ ჰასელჰოფის მეუღლემ, მსახიობმა ჰეილი რობერტსმა, სუპერმარკეტში წასასვლელად არჩევანი ღია იასამნისფერ, თხელ ტრიკოტაჟის ლეგინსებზე შეაჩერა, რაც მის უდიდესს შეცდომად იქცა, და უნდა აღინიშნოს, რომ არც მელანი გრიფიტი გამოიყურებოდა ღია ნაცრისფერ სპორტულ შარვალში საკუთარ კოლეგაზე უკეთ.



7 წესი ე.წ. "აქლემის ჩლიქების" ეფექტის თავიდან ასაცილებლად:



- უარი თქვით მჭიდრო, მოტკეცილ საცურაო ტრუსებზე, ლეგინსებსა და შარვლებზე;


- თხელი ნაქსოვი ტანსაცმლისთვის შეარჩიეთ უნაკერო ტრუსები, რომელსაც არ აქვს დამჭიმავი ელემენტი;


- უპირატესობა მიანიჭეთ მუქი ფერის "ველოსიპედის შორტებსა" და ლეგინსებს.


- მოერიდეთ ტრიკოტაჟისგან დამზადებულ მოდელებს.


- აირჩიეთ სპორტული, მჭიდრო ტანსაცმელი სპეციალური მკვრივი ზონებით;


– გამოიყენეთ ყოველდღიური საფენები ამოზნექილობის დასაფარად;


- დაიფარეთ საზარდულის ზონა გრძელი პულოვერებითა და ბლუზებით.




ნახეთ, ვარსკვლავებიდან კიდევ ვინ არ გაითვალისწინა სტილისტების ეს რჩევები.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
1801
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1801