x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იტალიელი მფრინავი ქალი, რომელიც იტალიის საჰაერო ძალებიდან გააგდეს, ახლა უკრაინაშია
image

იტალიელი სამხედრო მფრინავი, რომელიც გააძევეს საკუთარი ქვეყნის საჰაერო ძალებიდან მას შემდეგ, როდესაც მან იჩივლა მის მიმართ სასტიკად მოქცევის და შეშინების გამო, ამჟამად შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგობას და ახლა ფრონტზეა.


ჯულია შიფი პრესის ყურადღების ქვეშ ორი წლის წინ მოექცა, როდესაც გავრცელდა კადრები, სადაც კოლეგების მიერ მისი ტრადიციად მიღებული პროფესიული სამხედრო ნათლობაა ასახული.


23 წლის გოგონამ რვა სერჟანტს უჩივლა იმის გამო, რომ "სამხედრო ნათლობის რიტუალის შესრულების დროს ჯერ თვითმფრინავის ფრთას მიატყმევინეს თავი, შემდეგ წკეპლა ურტყეს სხეულზე და ბოლოს აუზში ჩააგდეს.



image

image


შიფი გაათავისუფლეს საჰაერო ძალებიდან მას შემდეგ, რაც პრეტენზია გამოთქვა, თუმცა მისმა სამხედრო ჩინოსნებმა განაცხადეს, რომ იგი გააძევეს "არასაკმარისი სამხედრო შესაძლებლობების გამო".


მისი უკანონოდ გათავისუფლების საქმემ შემდეგ იტალიის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა გოგონამ სასამართლო წააგო.


გამოცემა Corriere della Sera-ს თანახმად, ჯულია 2018 წლის აპრილში ჩაირიცხა კურსანტად, ინციდენტი სამი თვის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ რაც მეოთხე ადგილი დაიკავა თითქმის 2000 განმცხადებელს შორის და შესაბისად ჩაირიცხა კიდეც.

image

სამხედრო აკადემიაში განმარტეს, რომ "აუზში გადაგდება არის მოძველებული ტრადიცია, იმათთავის, ვინც ამთავრებს სასწავლო კურსს".


შიფი ამტკიცებდა, რომ იგი იქცა "განტევების ვაცად " მას შემდეგ, რაც იჩივლა ამ რიტუალის გამო, თუმცა ის 2018 წელს გააძევეს სავარაუდოდ ცუდი დისცილინის გამო


ახლა კი როგორც ცნობილი გახდა ვენეციაში დაბადებული კადეტი შეუერთდა უკრაინულ სპეცრაზმს, იტყობინება ტელეშოუ Le Iene.


შიფი კიევში იმყოფება ომის დაწყების დღიდან და ასრულებს თავის მისიას, ასევე იღებს მინი-დოკუმენტურ ფილმს.


0
678
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0