x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ელის დედამიწას უახლოეს მომავალში?

ბრიტანელი ექსპერტების აზრით, დღეს მზის აქტიურობა იმ დონეზე დაეცა, როგორიც არ ყოფილა 1645–1715 მინი გამყინვარების შემდეგ — რომლის დროსაც, როგორც ცნობილია, ტემზა გაიყინა.


imageკლიმატის პროგნოზის რუკა, 2022 – 2040 წწ. თებერვალი


imageმეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოდელი, მზის აქტივობის პროგნოზირების საშვალებას იძლევა. კვლევის მიხედვით, მზის მაგნიტური აქტივობა, 2030 წლიდან – 2040 წლამდე, 60 %-ით შემცირდება. ახალი სამეცნიერო მოდელი «მზის 11 წლიან გულისცემას» განსაზღვრავს და ის მზის მაგნიტური აქტიობის ციკლს ემთხვევა. ჩვენი მნათობის მაგნიტიზმის 11 წლიანი ციკლურობა, ჯერ კიდევ 173 წლის წინ იყო აღმოჩენილი. მაგრამ, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო ზუსტად შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მნათობის მაგნიტიზმი, მის ბირთვში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.
მზის მაგნიტიზმის მოდელს საფუძვლად, გეოფიზიკური თეორია უდევს, რომლის მიხედვით, დედამიწის ბირთვში, მეტალის მოძრაობის შედეგად, გეომაგნიტური ტალღების წარმოქმნას დინამო-ეფექტი უზრუნველყოფს. სწორედ ეს ეფექტი ქმნის მაგნიტურ ველს დედამიწის ირგვლივ.


image


ნორტუმბრის უნივერსიტეტის (ქ. ნიუკასლ-აპონ-ტაინი, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა ეს თეორია მზესთან დაკავშირებით გამოიყენეს და 97 % სიზუსტით შეძლეს მისი აქტიობის ციკლის პროგნოზირება. საინტერესო ის არის, რომ კვლევის დროს, მზეზეც დაფიქსირდა 2 მაგნიტური ტალღა, რომომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნება და მზის სხვადასხვა ფენებში ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ მათი წარმოქმნის პერიოდები არ ემთხვევა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ციკლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 11 წელი არის.

imageგამოთვლების თანახმად, ციკლის მორიგი პიკი 2022 წელს იქნება, რომლსაც ე. წ. 26-ე ციკლი მოჰყვება, რომელიც ახალი გამყინვარების პერიოდის დადგომის მაცნე იქნება.

«26-ე ციკლის» განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ორი ტალღა ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლს შექმნის — მათი ციკლის პიკები ერთმანეთს დაემთხვევა, მაგრამ ეს მზის მოპირდაპირე ნახევარსფეროებში მოხდება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ ტალღების ერთმანეთზე მოქმედება ურთიერთმაკომპენსირებელი იქნება და მორიგ მაუნდერის მინიმუმს (Maunder Minimum)* გამოიწვევს – ანალოგიური მოვლენის დროს, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1, 3 გრადუსით შემცირდა.


imageimageმდ. ტემზა 1754 წ.


მართალია, ასეთი ცვლილება უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ მან, ანალოგიური მოვლენის დროს, წლის თბილი სეზონის ხანგრძლივობა შეამცირა, რამაც სამომხმარებლო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია.


* ასე ეძახიან პერიოდს, რომელიც, დაახლოებით 1645 წელს დაიწყო და 1715 წლამდე გრძელდებოდა — მას ასევე «მზის ლაქების მინიმალური აქტივობის პერიოდსაც»** ეძახიან. ასტრონომებმა ამ მოვლენას მეცნიერი ცოლ-ქმრის — ენი და ვალტერ მაუნდერების საპატივცემულოდ, «მაუნდერის მინიმუმი» დაარქვეს, რადგან ის, მზეზე დაკვირვების არქივის შესწავლის შედეგად, სწორედ მათ აღმოაჩინეს.

** მაუნდერის მინიმუმის 70 წლიანი პერიოდის მანძილზე, მზეზე ლაქები ძალიან იშვიათად ჩნდებოდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ხელის სისწრაფე და არანაირი თაღლითობა – 7 ყველაზე პარადოქსული დანაშაული კრიმინალისტიკის ისტორიიდან

* 5 ისტორიული საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსენელია

* ფოტოებზე ასახული 20 საინტერესო მომენტი

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* არის თუ არა უნიკალური ჩვენი ცივილიზაცია?

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება


0
587
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0