x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ძველი ჰოლივუდის 21 ქალღმერთი, რომლებზეც ყველა გიჟდებოდა

image
მერილინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, ანიტა ეკბერგი... ეს ის ქალები არიან, რომლებსაც ყველა ბაძავდა. ძველ ჰოლივუდს ნამდვილად განსხვავებული სილამაზის სტანდარტები ჰქონდა. წარმოგიდგენთ მსახიობ ქალბატონებს, რომლებიც თავის დროზე სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ:

1. ჯეინ მენსფილდი- ამერიკელი კინომსახიობი, რომელმაც წარმატებას მიაღწია როგორც ბროდვეიზე, ასევე ჰოლივუდში. მენსფილდი, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა ჟურნალ Playboy-ის გვერდებზე, მერილინ მონროსთან ერთად 1950-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი სექს-სიმბოლო იყო.image

2. ლორეტა იანგი-ოსკარის მფლობელი ქალის საუკეთესო როლში. 1930-იან და 1940-იან წლებში იგი ითვლებოდა კინოვარსკვლავის ელეგანტურობისა და ბრწყინვალების განსახიერებად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მან ითამაშა ასამდე ფილმში.image

3. მერილინ მონრო-ამ ცნობილ ქერას, ცხადია, წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის გახდა ამერიკული კინოსა და მთელი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სურათი.image

4. ვერონიკა ლეიკი-მსახიობი, რომელმაც მოდაში შემოიტანა გრძელი თმა ცალ თვალზე. ის მრავალი ქალის კერპი იყო და მისი მხრებამდე ქერა თმა, იმ წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. image

5. ანიტა ეკბერგი-შვედი მსახიობი და მოდელი, ანიტა ცნობილია სილვიას როლით ფედერიკო ფელინის La Dolce Vita-ში 1960 წელს და ითვლება იტალიური კინოს ერთ-ერთ სექსუალურ სიმბოლოდ.image

6. დიანა დორსი-ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი. 1940-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში (გარდაიცვალა 1984 წელს), დიანა დორსი გამოჩნდა რამდენიმე ათეულ ფილმში, ძირითადად ბრიტანული წარმოების ფილმებში. ის გამოსახულია ალბომის გარეკანზე Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967) The Beatlesimage

7. ლანა ტერნერი-ამერიკელი მსახიობი, კლასიკური ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გლამურულივარსკვლავი. მაღაროელის ოჯახში დაბადებული ეს გოგონა მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ოცნება, პინ-აპის სტილის განსახიერება. მას 8 ქმარი ჰყავდა.image

8. კეროლ ლომბარდი-ამერიკელი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი. იგი ცნობილია თავისი კომედიური როლებით 1930-იანი წლების ჰოლივუდის კლასიკურ ფილმებში. ამერიკის კინოინსტიტუტმა ის „100 უდიდესი კინოვარსკვლავის“ სიაში 23-ე ადგილზე შეიყვანა.image

9. ჯოი ენსინგი-ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. 14 წლის ასაკში მან გააფორმა კონტრაქტი MGM-თან. მან ფილმებში მონაწილეობა 1940-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ჯამში მან 70-მდე როლი ითამაშა ფილმებსა და სერიალებში. იგი გარდაიცვალა 1972 წელს მკერდის კიბოთი.image

10. ჯინჯერ როჯერსი-ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე, ოსკარის მფლობელი 1941 წელს. იგი ყველაზე ცნობილი გახდა ფრედ ასტერთან ერთობლივი გამოსვლებით. მე-14 ადგილზეა 100 უდიდესი კინოვარსკვლავის სიაში. image

11. ჯინა ლოლომბრიჯიდა-იტალიელი მსახიობი, რომლის კარიერამ პოპულარობის პიკს მიაღწია 1950-იან და 1960-იან წლებში. მისი ყველაზე ცნობილი ფილმი ალბათ “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია"image

12. მეიმი ვან დორენი- ამერიკელი მსახიობი. 1949 წელს, მას შემდეგ რაც იგი გახდა Miss Palm Spring-ის კონკურსის გამარჯვებული, შენიშნა ცნობილმა პროდიუსერმა ჰოვარდ ჰიუზმა, რომელმაც შესთავაზა მას პირველი კინოროლები. image

13. ენ შერიდანი- ამერიკელი მსახიობი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია “ანგელოზები ბინძური სახეებით"image

14. სოფი ლორენი-იტალიელი მსახიობი და მომღერალი. ყველა მთავარ კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს მფლობელი. ოქროს გლობუსის ხუთი ჯილდოს მფლობელი სპეციალურ ნომინაციაში "მსოფლიო აუდიტორიის პოპულარული"). პირველი ოსკარის მფლობელი უცხოენოვანი ფილმისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის როლში. საპატიო "ოსკარის" ლაურეატი ფორმულირებით "დამამახსოვრებელი როლებით მდიდარი კარიერისთვის, რომელმაც კინოს უცვლელი ბრწყინვალება შესძინა". image

15. ენ ფრენსისი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი ტელევიზიის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ის ძალიან ადრე შევიდა შოუბიზნესში - მაშინ მხოლოდ ექვსი წლის იყო. ფართოდ ცნობილი გახდა ფანტასტიკური ფილმის "აკრძალული პლანეტის" შემდეგ, სადაც მან ითამაშა გოგონა ალტაირი. image

16. კიმ ნოვაკი- ამერიკელი მსახიობი ყველაზე ცნობილია ალფრედ ჰიჩკოკის თრილერში შესრულებული როლით.image

17. ავა გარდნერი-ამერიკელი მსახიობი, 1940-იანი და 1950-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ვარსკვლავი. ოსკარის ნომინანტი. შედის ჰოლივუდის ისტორიაში უდიდესი კინოვარსკვლავების სიაში. "ანგელოზის სახისა და ქალღმერთის სხეულის" მფლობელს ხშირად მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობს უწოდებენ.image

18. რიტა ჰეივორტი-ამერიკელი კინომსახიობი და მოცეკვავე, 1940-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც მისი ეპოქის ლეგენდა და სექს-სიმბოლო გახდა. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა დაასახელა 100 საუკეთესო კინოვარსკვლავს შორის.image

19. კლეო მური-1948-1957 წლებში კლეო 25 ფილმსა და სერიალში გამოჩნდა. 1950-იანი წლების ბოლოს, კინოკარიერის დასრულების შემდეგ, მური გახდა წარმატებული ბიზნესმენი, მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად.image

20. ვივიენ ლი-ინგლისელი მსახიობი, ორი ოსკარის მფლობელი. მოიპოვა მსახიობის რეპუტაცია, რომელთანაც რთულია მუშაობა, ამიტომ მისი კარიერა ხშირად ხვდებოდა დაცემის პერიოდებს.image

21. ელიზაბეტ ტეილორი-"ჰოლივუდის დედოფალი", ორჯერ დაჯილდოვდა "ოსკარით" საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. პირველი მსახიობი, რომლის ფილმში გადაღების საფასურმა მილიონი დოლარი შეადგინა. 1999 წელს ამერიკის კინოს ინსტიტუტმა დაასახელა ელიზაბეტ ტეილორი მე-7 საუკეთესო კინოვარსკვლავად.image




















0
1313
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0