x
image
თეონა გორდეზიანი
ამასობაში რა ხდება რუსეთში?

image

ამასობაში რა ხდება რუსეთში?

რუსეთში დიდი ამბები ხდება!!!


გავყვეთ მხოლოდ ფაქტებს!


1. როგორც იცით დაახლოებით 2 კვირის წინ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას გამოძიების დაწყების თაობაზე 5 მილიარდის გაფლანგვის ფაქტზე! გამოძიებამ უნდა დაადგინოს სად წავიდა ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად და რუსული “ტანკების” ვარდებით დასახვედრად! აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უკვე შინა პატიმრობში იმყოფა ФСБ-ს 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის 3 გენერალი!

2. მუშაობს ФСБ-ც და რამდენიმე დღის წინ მათ დააკავეს როსგვარდიის უფროსის მოადგილე, გენერალი გავრილოვი! ასევე გუშინ შოიგუმ თანამდებობიდან გაანთავისუფლა რუსეთის მე-6 არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ ერშოვი! ოფიციალური მოზეზი წვევამდელების გაწვევაა, მაგრამ ამბობენ, რომ სიმამდვილეში მას გრუ ФСБ-სთან კავშირში ამხელსო!

3. გუშინ ანტონ გერაშენკომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა რომ პუტინს ჰქონდა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ შოუგუ, გერასიმოვი, პატრუშევი და ბორტნიკოვი! მან გასცა დავალება, რომ ნებისმიერ ფასად კიევი უნდა იყოს აღებული 21 აპრილს, ხოლო 28 აპრილს უკვე ახალი ხელისუფლება დაკომპლექტებული! მან უნდა ჩაატაროს აღლუმი 9 მაისს! მისი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ნებისმიერ ფასად, არა აქვს მნიშვნელობა არც დანაკარგებს, არც არაფერს! წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუწრა ხუთივე მათგანს! აღსანიშნავია, რომ ამ თათბირს ყველა ლოგიკით უნდა დასწრებოდა, მაგრამ არ ესწრებოდა საგარეო დაზვერვის შეფი ნარიშკინი! ეს სწორედ ის ნარიშკინია, რომელიც პუტინმა მიწასთან გაასწორა და გაასაზიზღრა უშიშროების საბჭოს სხდომაზე! აქტიურად წერენ, რომ პუტინს და ნარიშკინს შორის უკვე დიდი დაძაბულობაა და სწორედ მის არასწორ სადაზვერვო უნფორმაციებს აბრალებს პუტინი ასეთ წარუმატებლობას!

4. რამდენიმე დღის წინ ასევე უკრაინული დაზვერვა წერდა, რომ პუტინი საკუთარ გარემოცვას ჰყავს მიზანში ამოღებული და მას მალე გაანეიტრალებენ! მის შემცვლელად კი განიხილება ФСБ-ს მოქმედი შეფი ბორტნიკოვი! შეიძლება თუ არა იყოს ეს რეალური? რა თქმა უნდა შეიძლება! რუსეთის ისტორიას რომ გადავხედოთ, იქ არასოდეს წყვეტდა ხალხი რამეს! რუსეთი სისხლიანი გადატრიალებების ქვეყანაა და ამ სისხლში ხელი ყოველთვის ძალოვან უწყებებს აქვს გასვრილი!

5. პატრუშევის და პუტინის დაპირისპირება ელსბ ითვის და ფაქტობრივად ნიკალაი ბატონი ერთადერთი ტიპია, რომელსაც პუტინი ვერ მოერია! მეტიც, პატრუშევი იმდენად გათავხედდა, რომ ის და თავისი მარჯვენა ხელი ბორტნიკოვი 2021 წლის შემოდგომაზე შეხვდნენ ამერიკის დაზვერვის შეფს, ბერნსს და შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადეს, რომ მათ შორის იდეალური ირთიერთობებია და ვერავინ შეძლებს მათ გაფუჭებას! აქ აღსანიშნავი არის კიდევ ის, რომ პატრუშევი ერთადერთი ძალოვანია, რომელსაც დასავლეთის მძიმე სანქციები არ შეხებია! მისი ერთადერთი სანქცია არის ის, რომ აკრძალული აქვს ამერიკაში და ბრიტანეთში გამგზავრება! გროზევიც დიდი ხნის წინ წერდა, რომ პატრუშევი თავის მომენტს ელოდება!

6. პატრუშევის და პუტინის უთანხმოებები მოდის ყველაზე ოდიიოზური ფიგურისგან, როგორიც არის კადიროვი! როგორც ამბობენ მათ შორის დიდი დაპირისპირება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო! ომის პირველ დღეებში, როცა კადიროველების დიდი ნაწილი გაანადგურეს, უკრაინელები წერდნენ, რომ მათ კოორდინატებს სწორედ ФСБ აძლევდა! შეიძლება ამას სპეციალურადაც აკეთებდნენ, პუტინის ეჭვების გასაღვივებლად, მაგრამ მაინც! როგორც ამბობენ, პუტინი უკვე ყველაზე ეჭვიანობს და ერთადერთი კადიროვი დარჩა იმედადო! მართალია კადიროვმა გუშინ 1000 კლოუნი გაუშვა ისევ უკრაინაში, მაგრამ თვითონვე დაწერა, რომ ესენი ჩეჩენი მოხალისეები არიან და არა ჩეჩნედის გვარდიელები! ამავდროულად უკრაინული მედია წერდა, რომ კადიროვმა თავისი შენაერთები გაიყვანა უკრაინიდანო! ამის მტკიცებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ აღასრად ჩანს კადიროველების “ვარსკვლავი კლოუნი” მეჟიევი, რომელიც დღეში 3 ვიდეოს დებდა ხოლმე უკრაინიდან! არც ის მგონია შემთხვევითი, რომ კადიროვმა გუშინ იტერვიუში თქვა მე რომ დავენიშნეთ ამ ოპერაციის მეთაურად უკვე რუსული დროშები იფრიალებდა მარიუპოლშიც და კიევშიცო! ამით მან დაარტყა ოპერაციის მეთაურებს და დაზვერვასაც! როგორც ამბობენ, ამ ომის მერე კადიროვი უკვე რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობას უმიზნებსო-ამაზეც გროზევი წერდა თავის დროზე! საინტერესო არის კიდევ ის ფაქტი, რომ დღეს რუსულ მედიაში მოიკითხეს შოუგუ და დაწერეს, რომ 11 მარტის მერე, ის ოფიციალურად აღარსად გამოჩენილა და მისი გარემოცვა ამბობს, რომ მას გულის პრობლემები აქვს და სახლიდან მეთაურობს ოპერაციასო!

7. ოლიგარქატი-სად არიან მილიარდელები? რა თქმა უნდა ისინი არიან პანიკაში! გუშინ გახდა ცნობილი, რომ იტალიამ დააყადაღა რუსი ოლიგარქების ქონება 800 მილიონის ოდენობით, ნიდერლანდებმა-400 მილიონი, საფრანგეთმა 350 მილიონი, პოლონეთმა 40 მილიონი! ამ საქმეში კი რეკორდსმენები ბრიტანელები არიან! აბრამოვიჩს დიდი პრობლემები აქვს, გახსოვთ ალბათ კადრი როგორ იჯდა ბენგურიონის აეროპორტში და არ უშვებდნენ ისრაელში, ისიც გახსოვთ ალბათ როგორ არ უშვებდნენ მის იახტას თურქეთის პორტებში! გუშინ რუს მილიარდელს ჰქონდა youtub-ზე ლაივი, სადაც მას ჰკითხეს რა არის დღეს რუსეთში საუკეთესო და პერსპექტიული პროფესიაო. მან უპასუხა: პოლიციელობა, პოლიციის შპიონობა, და სპეც-მანქანების მძღოლობა! გახსოვთ როგორ იწკმუტუნა ფრიდანმა და კნაოდა იმის ფულიც აღარ მაქვს სახლი დავალაგებინო დამლაგებელსო! უკვე ბევრი პლიგარქი ითხოვს ომის შეჩერებას, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ სანამ პუტინი ცოცხალია, მათი ქონების დაბრუნების შანსი არის ნოლი! მისი სიკვდილის შემდეგ კი-მინიმალური, მაგრამ მაინც არის! მე პირადად მაინც არ მავიწყდება პუტინის შეხვედრა ოლიგარქატთან, დასჯილი ბავშვივით რომ იმართლებდა თავს, სხვა გზა არ მქონდა ომი რომ არ დამეწყოვო! დამიჯერეთ პუტინის კარის ოლიგარქებს ახლა ჩვენზე მეტად ეზიზღება პუტინი და ჩვენზე გამძაფრებული გრძნობა აქვთ მისი ზიზღის!

8. ყველა ზემოთ ხსენებულ ადამიანს ძალიან უნდა სიცოცხლე! ამ ადამიანებიდან მხოლოდ კადიროვია ისეთი, რომელიც შეიძლება ჩაყვეს საფლავში პუტინს(ეგეც საეჭვოა, მაგრამ მაინც). პუტინის ბრძანება, ნებისმიერ ფასად კიევის აღება შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ის წავიდეს ბირთვული ქობინების გამოყენების ვა-ბანკზე, მაგრამ ის მარტო ამას ნამდვილად ვერ შეძლებს! მას სჭირდება ზემოთხსენებული ოთხივე ძალოვანის თანხმობა, შემდეგ არის ოფიცრების ჯაჭვი, ბოლოს კი ის პილოტი ან გამშვები ოფიცერი, რომელიც თითს დააჭერს შახტიდან რაკეტის გაშვებას! კიდევ ვიმეორებ ყველა მათგანს უნდა სიცოცხლე და ყველამ ასევე იცის ის, რომ მათ სიცოცხლე სულ რამდენიმე საათს დაითვლის როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ! გარისკავენ თუ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით!

9. როგორც ამბობენ პუტინმა კრემლიდან დაითხოვა 1000 თანამშრომელი მოწამვლის შიშით! ის მხოლოდ ვირტუალურად ჩნდება საზოგადოებაში და ლუჟნიკენზე დიჯეის მაგივრადაც კი თავისი დაცვის წევრი ედგა სცენაზე! მისი შიშები მანიაკალურია, მაგრამ რეალური! მან ყველაზე უკეთ იცის ის, რომ სწორედ მის გარემოცვას ეზიზღება ახლა ყველაზე მეტად პუტინი! მან იცის, რომ მის იმპერიალისტურ ამბიციებს გადაყვა მათი მილიარდები, გავლენები და უზრუნველი ცხოვრება! იცის, რომ ნებისმიერი მათგანი გაუშვებს მას მოუსავლეთში, როგორც კი მცირედი შანსი მიეცემა!

10. ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ გამოკრავს ჩახმახს ხელს და მოარტყამს ამ წითელ მიზანს! (ფოტოზე) მე მაინც მგონია, რომ ეს იქნება პატრუშევი! ამის შემდეგ ეცდება დასვას სკამზე ბორტნიკოვი და ნელ-ნელა გაანეიტრალოს პუტინის ნარჩენები! უშველის თუ არა ეს ყველაფერი რუსეთს? მემგონია, რომ არ უშველის! დასავლეთს ამ ფორმაციის რუსეთი აქვს მიზანში ამოღებული და არა პუტინი! ჩემი აზრი მაინც არის ის, რომ რუსეთს დაშლიან და ბევრი ათეული წლით დააკონსერვებენ! დასავლეთი თავისივე შექმნილ მონსტრს გაანადგურებს და აღარ დაუშვებს მის მორიგ გაძლიერებას! ვნახოთ რა იქნება! ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ. პუტინის შუბლში მალე გაჩნდება 9 მილიმეტრიანი ხვრელი ან სისხლში პოლონიუმი! ეს მხოლოდ დროის საკითხია ჩემი აზრით!

რუსეთში კი დიდი ქაოსი დაიწყება, რომლოს დალაგებსაც უამრავი წელი დასჭირდება!

1
412
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
412
  
2022, 24 მარტი, 4:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1