x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საწვავის ფასები ქვეყნების მიხედვით - სადაა ყველაზე ძვირი და იაფი?
image


ბენზინის საშუალო ფასი მთელ მსოფლიოში არის 1.33 აშშ დოლარი ლიტრზე. თუმცა, ქვეყნებს შორის ამ ფასებში არსებითი განსხვავებაა. როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი ფასები აქვთ, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტირებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დაბალი ფასები. ქვეყნებში ფასების სხვაობა გამოწვეულია ბენზინის სხვადასხვა გადასახადებით და სუბსიდირებით. საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, ბენზინგასამართ სადგურებში მისულ მძღოლებს 1 ლიტრი დიზელის შესაძენად 4 ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა და ეს ზრდა სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.


2017 წლის 1 იანვრამდე საქარტველოში აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.


შესაბამისად, რომ არა აქციზისა და დღგ-ის გადასახადები, საქართველოში საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.



ინტერმედიამ globalpetrolprices.com-ის მიხედვით საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში საწვავის ფასი გადაამოწმა.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია, ძვირი თურქეთში. საწვავის სიიაფის მიხედვით მეზობელ ქვეყნებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.


საწვავის საშუალო ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

აზერბაიჯანში: 1 ლ. საწვავის ფასი - 1.90 ლარი, ხოლო დიზელის - 1.52 ლარია

რუსეთში: 1 ლ. საწვავის ფასი - 1.61 ლარი, ხოლო დიზელის - 1.68 ლარია

საქართველოში: 1 ლ. საწვავის ფასი - 3.86 ლარი, ხოლო დიზელის - 3.98 ლარია

სომხეთში 1 ლ. საწვავის ფასი - 3.51 ლარი, ხოლო დიზელის - 3.78 ლარია

თურქეთში: 1 ლ. საწვავის ფასი - 3.96 ლარი, ხოლო დიზელის - 4.51 ლარია

ბენზინი ყველაზე იაფი ალჟირშია, ყველაზე ძვირი კი, ნიდერლანდებში.



ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია (საშუალო ფასი ლარში)

ცენტრალური აფრიკა 1ლ. საწვავის ფასი - 6.48 ლარი

ნიდერლანდები 1ლ. საწვავის ფასი - 8.33 ლარი

მონაკო 1ლ. საწვავის ფასი - 8.01 ლარი

ნორვეგია 1ლ. საწვავის ფასი - 8.04 ლარი

დანია 1ლ. საწვავის ფასი - 7.52 ლარი

საბერძნეთი 1ლ. საწვავის ფასი - 7.23 ლარი

ფინეთი 1ლ. საწვავის ფასი - 7.49 ლარი

ისრაელი 1ლ. საწვავის ფასი - 7.26 ლარი

პორტუგალია 1ლ. საწვავის ფასი - 6.85 ლარი


ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია (საშუალო ფასი ლარში)

ირანი 1ლ. საწვავის ფასი - 1.14 ლარი

ყატარი 1ლ. საწვავის ფასი - 1.86 ლარი

ქუვეითი 1ლ. საწვავის ფასი - 1.16 ლარი

ალჟირი 1ლ. საწვავის ფასი - 1.04 ლარი


* * *


რა განსაზღვრავს ნავთობის ფასს საქართველოს ბაზარზე:

საქართველო, როგორც ნავთობიმპორტიორი 100%-ით საერ­­თაშორისო ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ამას გარ­­და, ფასებზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს:

  • გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts) – დამოკიდებულია როგორც ნედლი ნავთობის ღირებულე­ბაზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის გადამუშავებული ნავ­­თობპროდუქტის მოთხოვნაზე. მისი ფასები აშშ დოლარშია გამოსახული. ამჟამად ტონა რეგულარის მარკის Platts-ის ფასი $747 დოლარია. ერთ ტონა ბენზინში 1, 322 ლიტრი შე­დის. შესაბამისად, ერთი ლიტრის ღირებულება ამჟამად 56.4 ცენტი, ანუ 1.75 ლარია. თუმცა ეს არის ფასი ტრანსპორ­­ტირებისა და სხვა გადასახადების გარეშე.
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – თავად ნავთობის ფასის გარდა, მეორე ყველაზე დიდი ცვლადია, რაც კურსზე მოქმედებს და მის ცვლილებას არა­ერთ შემთხვევაში მოულოდნელობის ეფექტიც აქვს.
  • სახელმწიფო აქციზის გადასახა­დი – 2017 წლის 1 იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.
  • დამატებული ღირებულების გადასა­ხადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. თუკი ლიტრი საწ­­ვავი 3.04 ლარი ღირს, მასში დღგ-ის ღირებულება 46 თეთრია. ჯამში დღგ-ისა და აქციზის წილი 3.04 ლა­რის ბენზინის საფასურში 84 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ამ გადასა­ხადების გარეშე საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.
  • ფასზე მოქმედი დანარჩენი ფაქტორე­ბია ნავთობიმპორტიორის საოპერა­ციო ხარჯები, რაც მარაგების ლოგის­­ტიკას, ქსელის მართვას, ხარისხის კონტროლს, საწვავის შენახვას, და­საქმებულთა ხელფასებს აერთიანებს. ასევე კაპიტალური დანახარჯები და ინვესტიციები, რომლებსაც ამოღება სჭირდება. კომპანიების ხარჯებში შედის საბანკო სესხების მომსახურე­ბისა და ვალუტის ჰეჯირების საფასუ­რი და აქციზის და დღგ-ის გარდა სხვა გადასახადების მომსახურება, ასევე კომპანიის წმინდა მოგების მარჟა.
0
370
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0