x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 მოკლე და საინტერესო ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ

1. ოფიციალური კალენდრის მიხედვით, ჩრდ. კორეაში ეხლა 2022 წელი კი არა, — 110 წელა. ამ ქვეყნის კალენდარი და წელთაღრიცხვა, მისი დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების წლით იწყება.

2. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დიდი სპორტული არენა აქვს მსოფლიოში — «პირველი მაისის სტადიონს» 150 000 მაყურებბლის დატევა შეუძლია.

3. ქვეყანაში მარიხუანა ლეგალურია და ნარკოტიკადაც კი არ არის კლასიფიცირებული.

4. ბიბლიის შენახვა, სამხრეთ კორეული ფილმების ყურება და პორნოგრაფიის გავრცელება, ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით ისჯება.

5. ჩრდ. კორეაში საზოგადოების 51 «სოციალური კატეგორია» არის. ქვეყანაში მოსახლეობის დაყოფა რეჟიმისადმი დამოკიდებულების და ერთგულების მიხედვით ხდება.


image


6. ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ სამხედრო და სამთავრობო მოხელეებს აქვთ საკუთარი ავტომობილი ყოლის უფლება.

7. ქვეყანას საკუთარი ოპერაციული სისტემა — Red Star OS–ი აქვს.

8. 5 წელიწადში ერთხელ, იქ არჩევნები ტარდება. თუმცა, ბიულეტინში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარი წერია.

9. უკანასკნელი 60 წლის მანძილზე, 23000-ზე მეტი ჩრდ. კორეელი გაიქცა სამხრეთ კორეაში, უკუ მიმართულებით კი, — მხოლოდ 2.

10. ჩრდილოეთ კორეა აღარ არის კომუნისტური ქვეყანა. 2009 წლიდან ქვეყანამ სახელიც კი შეიცვალა და ახლა — «ჯუჩე» ჰქვია.


image


11. ამ ქვეყანაში აკრძალულია ჯინსის ტარება.

12. ჩრდილოეთ კორეელებს თმის ვარცხნილობის არჩევა, 28 ოფიციალურად დამტკიცებული ნიმუშიდან შეუძლიათ.

13. გასული საუკუნის 50–იან წლებში, ჩრდ. კორეამ სამხრეთ კორეის მოქალაქეების შესატყუებლად, დემილიტარიზებულ ზონასთან, «არაჩვეულებრივი» სოფელი — კიჯონდონგი ააშენა. «პროპაგანდის ქალაქი», რაალურად, მხოლოდ ბუტაფორია აღმოჩნდა.

14. 2012 წელს ჩრდილოეთ კორეელმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მარტორქა ცხენის (უნიკორნი) სამარხი «აღმოაჩინეს», რომლითაც 2 ათასი წლის წინ, კოგურიოს დინასტიის და ქვეყნის დამფუძნებელი მეფე ტონგმუნგ დადიოდა.

15. ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეისთვის მუქარის გასაგზავნად, დღენდე ფაქსს იყენებს.


image


imageimageimageimage




0
532
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0