x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 ფოტო ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს გულის ამაჩუყებელი რომანის შესახებ

image


ყველა დროის ერთი-ერთი უდიდესი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს წყვილზე, მსოფლიოში ყველაზე ბევრს და ხშირად საუბრობენ.


image


ლეო და ანტონელა ერთმანეთს 5 წლიდან იცნობენ, ორივე მათგანი ქალაქ როსარიოში გაიზარდა, შემდეგ კი მათი გზები დიდი ხნით გაიყო, გოგონა მესის ახლო მეგობრის და გახლავთ, რომელთან ერთადაც ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი ეზოში ბურთს ხშირად აგორებდა.


imageimage


ერთ დროს საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს დიდი ხნით დაშორდნენ: მესი მსოფლიო სტადიონების დასაპყრობად გაემართა, ანტონელა კი მშობლიურ ქალაქში დარჩა, სადაც დიეტოლოგად მუშაობდა და საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს ეწეოდა.


imageimage


ერთ დროს უახლოესს მეგობრებს წლების განმავლობაში ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ და 2009 წლამდე საერთოდ არც კი ურთიერთობდნენ... დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი როდესაც მონატრებული მეგობრები პირველად შეხვდნენ გადაწყვიტეს ერთმანეთს აღარ დაშორებოდნენ.


image


წყვილი არაფორმალურ ქორწინებაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ლეოსა და ანტონელას ქორწილი ოფიციალურად 2017 წლის 30 ივნისს, როსარიოს ერთ - ერთ სასტუმროში შედგა.


image


ლიონელი და ანტონელა მშობლები პირველად 2012 წელს გახდნენ. პირველ ვაჟს ტიაგო დაარქვეს, 2015 წელს მათ მეორე შვილი, მატეო შეეძინათ, 2018 წლის 10 მარტს კი ვარსკვლავურ წყვილს მესამე ვაჟი, ჩირო გაუჩნდა. ფეხბურთელის ვაჟები სტადიონზე ცნობილი მამის საგულშემატკივროდ სულ უფრო ხშირად დადიან.


image


როკუცოს ხშირად ფეხბურთელის ყველაზე მოკრძალებულ მეუღლესაც კი უწოდებენ. ამასთან, თავად მესიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ანტონელასთან და ნანობს, რომ მასში თავიდანვე მისი ცხოვრების მთავარი ქალი ვერ ამოიცნო.


imageimageimageimageimageimageimage




0
339
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
339