x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფინანსური პირამიდის შემქმნელმა ფული მოიპარა, რომ ცოლი გაეყინა
image


ფინანსურმა თაღლითმა მეანაბრეების ფული პირადი, ამასთან, მეტად უჩვეული მიზნისთვის გამოიყენა. პროკურატურის მტკიცებით, მან მოპარული ფული ცოლის გასაყინად გამოიყენა.


ვილეონ ჩეი მეანაბრეებს ეუბნებოდა, რომ მათი ფულის ინვესტიციას ძვირფას ლითონებში და სამომხმარებლო საგნებში ახდენდა. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან 150 000 დოლარზე მეტი, საკუთარი მეუღლის კრიოგენულ პროცედურებზე დახარჯა, რომელიც 2009 წ. გარდაიცვალა.


პროკურორებმა მისი მაქინაციების შესახებ, ყველაფერი ვერ გაარკვიეს, რადგან გამოძიების მსვლელობის დროს, 38 წლის ჩეიმ ნიუ-იორკიდან პერუში გაქცევა მოახერხა და მას შემდეგ მისი პოვნა ვერავინ შეძლო.



ჩეიმ მეანაბრეებისგან 5 მლნ. დოლარის მოგროვება შეძლო და დაჰპირდა, რომ ჩადებულ თანხას, წელიწადში, 24%–იანი მოგებით დაუბრუნებდა და რომ «ამ საქმიანობაში არანაირი რისკი არ არის»...


მიუხედავად ამისა, მეანაბრეების 2 დოლარი მან პირადი მიზნებისთვის გამოიყენა... როგორც აღვნიშნეთ თანხის ნაწილით მეუღლე გაყინა, დარჩენილი კი, მეუღლის დაკარგვით, დეპრესიაში ჩავარდნილმა მამაკაცმა, ძვირფასი ავტომობილების ყიდვა დაიწყო. ერთ–ერთმა მეანაბრემ შეანჩნია, რომ ის, მათთან შეხვედრაზე, ყოველ ჯერზე, ახალ–ახალი ავტომობილებით მიდიოდა.


P. S. პირველი ადამიანი, რომელიც 1967 წლის 12 იანვარს, იმ განზრახვით გაყინეს, რომ მომავალში, სიცოცხლეს დაუბრუნებდნენ, 73 წლის ფსიქოლოგი ჯეიმს ბედფორდი იყო.


image


სამეცნიერო საზოგადოებაში მისი კრიოკონსერვაციის დღე, როგორც «ბედფორდის დღე» აღინიშნება.


1982 წლამდე, ბედფორდის სხეული კალიფორნიაში, თხევად აზოტში ინახებოდა. შემდეგ, ის «ალკორში» გადაიყვანეს, რომელიც სკოტსდეილში (არიზონა) მდებარეობს და დღემდე იქ ინახება.


image


imageimageimageimage




0
236
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0