x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ამ ბიჭებთან ერთად ომში ვერ დავმარცხდებით და ჩემი მისია დასრულებულია" - დომენიკ მანგო(ვიდეო)
image


დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე სოციალურ ქსელში უკრაინელი მებრძოლი ქართველ მეომრების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბიჭები ლექსებს ამბობენ, სიმღერებს მღერიან და წერს:


"ვიდეო ჩაწერილია ხაზზე გამგზავრებამდე. ამ ბიჭებთან ერთად ომში ვერ დავმარცხდებით. ჩემი მისია შესრულებულია, საქართველომ უკვე თქვა თავისი სათქმელი უკრაინაში. ასეულობით ქართველია უკრაინელი ხალხის მცველი და დიდი წვლილი მეც მიმიძღვის ამაში. მიყვარხართ ბიჭებო"...

Georgian Legion - Грузинський Легіон ქართული ლეგიონი ????????????????????????????????????????????????


როგორც ცნობილია ორიოდე დღის წინ რუსეთის ერთ-ერთმა არხმა დომენიკ მანგოზე სიუჟეტი გააკეთა და სადაც აღნიშნა, რომ დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე ცნობილი სატანისტია.

"ესენი თუ შენზე აალაპარაკე, ესე იგი უკვე რაღაცას მიგიღწევია. ესე იგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამიდგამს და რუსეთიც შემიწუხებია", -ირონიულად აღნიშნა დომენილ მანგომ.


ასევე დომენიკ მანგო ბოლო უახლოეს ცნობებს გვაწვდის ომიდან და აღნიშნავს, რომ მისი მისია დასრულებულია უკრაინაში:


"ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში. ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.
ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი. მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვები და ბრონქები უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა.
ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
მიყვარხართ"
image
1
168
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
2022, 23 მარტი, 17:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1