x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
"როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს ვინც თოქ - შოუებში მონაწილეობისას მას კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშუალებს.



"სანამ ტოკშოუებში კონკრეტულ საკითხზე კამათი კონფლიქტად ჩაითვლება და ვისაც ამ საჭირბოროტო საკითხების გარჩევა უნდა და არა მთვრალივით სადღეგრძელოების ბოდიალი – კონფლიქტურად, მანამდე ვიბუყბუყებთ ამ ჭაობში.


იქნება ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლა, თუ ყოფნა არ ყოფნა, იქნება ეს, ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის ტაქტიკა და სტრატეგია.

აი ჭაობის სუნი რომ შეგაწუხებთ, ის დედუცები გაიხსენეთ, კამათს რომ იწყებ და პირში რაღაც ამორფულ მასას გჩრიან – ცარიელ ადგილას კონფლიქტს ნუ ქმნიო.

ხალხო ტოკშოუში მოვდივარ საკამათოდ.

როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.





0
813
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
813