მუსიკა ყირიმის ანექსიისადმი მიძღვნილ კონცერტზე "რუსეთი, ყირიმი, დონბასი" სოსო პავლიაშვილმაც იმღერა 2022, 22 მარტი, 18:06 18 მარტიდან მოყოლებული რუსეთის რამდენიმე ქალაქში, რამდენიმე დღის გამავლობაში მიმდინარეობდა მასშატაბური ღონისძიებები, რომელიც ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებას ეძღვნებოდა. კონცერტები სახელწოდებით "რუსეთი, ყირიმი, დონბასი "გაიმართა პიატიგორსკში, ასტრახანში, ტვერის ოლქში და ქალაქ ორიოლში. სწორედ აქ გამოვიდა სოსო პავლიაშვილი სცენაზე ტურგენევის აკადემიური თეატრის სცენაზე, რათა "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან დევნილებისთის ემღერა" წერს გამოცემა Комсомольская правда. გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებას გუბერნატორი და რეგიონის პირველი პირები ესწრებდოდნენ. 2022 წელს აქცია „ყირიმის გაზაფხული“ იმართება დევიზით „რუსეთი. ყირიმი. დონბასი." ამის შესახებ იტყობინება ორიოლის ოლქის მთავრობის პრესსამსახური. როგორც ცნობილია მთავარი კონცერტი გაიმართა "ლუჟნიკის" სტადიონზე, სადაც სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს სნაიპერები, რომლებიც "ლუჟნიკის" სახურავზე გადაადგილდებიან. სულ 6 პიროვნება. ინტერნეტმომხარებლები თანხმდებიან, რომ ისინი პუტინის დასაცავად იყვნენ იქ მისული. 701 2-ს მოსწონს
|