x
ყველაზე ბედნიერი ერი მსოფლიოში
image

ბედნიერება დადებითი ემოციაა, რომელიც მოიცავს კმაყოფილებასა და სიხარულს. ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია კეთილდღეობის, ცხოვრების დონისა და მშვიდობის განსაზღვრა.ყოველწლიურად გაერო აქვეყნებს მსოფლიო ბედნიერების ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად. გაეროს კვლევა გვთავაზობს გლობალური გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვის მონაცემები ეყრდნობა 150-მდე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ბედნიერების ემოციას. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებისთვის ცხოვრებით კმაყოფილება დაეცა, ხოლო 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ის გაიზარდა. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ სტრესს. სტრესი შემცირდა პანდემიის მეორე წელს. თუმცა სტრესი 2020 წელს 8% -ით გაიზარდა.


კვლევის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ერი სკანდინავიაა. ფინეთი ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა, World Happiness Report-ის მიხედვით. თუმცა რატომ არის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ის ერი, რომელიც ცხოვრობს ჩრდილოეთით, ცივი კლიმატით, სადაც ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ზამთარია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინელებმა იციან, თუ როგორ გამოიყენონ დრო აქტიურად. წვიმა, თოვლი ან ცივი ქარი არ არის დაბრკოლება მათთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რომ ფინელები ყველაზე ბედნიერები არიან, არის გასაოცარი ბუნება, რომელიც ფინეთში გვხვდება. ასევე, ფინური კულტურა ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და არა კონკურენციაზე. რაც ყველაზე მნშვნელოვანია, ფინელი ხალხი ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობს, რადგან ფინეთში არის დანაშაულის დაბალი დონე. ფინეთის სასკოლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანია ევროპაში და იძლევა საუკეთესო შედეგებს, რაც უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს. ფინეთს ასევე აქვს კარგად განვითარებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოქალაქეებმა ბედნიერად იგრძნონ თავი. ამ ფაქტორების გაერთიანება კი საშუალებას აძლევს ფინეთის მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ ცხოვრების მაღალი სტანდარტი.ფინეთში მნიშვნელოვნად არის წინ წამოწეული თანასწორობა, ანუ თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.


image


ჰელსინკი, ფინეთი.


imageპორვო, ფინეთი.


imageალანდის კუნძულები, ფინეთი.


სკანდინავიური ქვეყანა და მისი მეზობლები დანია, ნორვეგია, შვედეთი და ისლანდია აკმაყოფილებენ კვლევის მოთხოვნებს: ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა უბედურების დროს, დაბალი კორუფცია და მაღალი სოციალური ნდობა, კეთილშობილება საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება.


წლევანდელ რეიტინგში მე-2 ადგილზეა დანია. დანიაში მცხოვრები ხალხი იხდის მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადასახადებს - მათი შემოსავლის ნახევარს. მაგრამ დანიელების უმეტესობა გეტყვით, რომ სიამოვნებით იხდიან გადასახადებს, რადგან ხედავენ რას იღებენ სანაცვლოდ. დანიის ჯანდაცვის სისტემის მიხედვით, უმეტესობა პაციენტისთვის უზრუნველყოფილია უფასო მომსახურება. დანიელების უმეტესობას სჯერა, რომ ყველას პასუხისმგებლობაა იმუშაოს, თუ შეუძლია და გადაიხადოს გადასახადები საერთო სიკეთის ხელშესაწყობად.


imageკოპენჰაგენი, დანია.


imageმეფის ბაღი, კოპენჰაგენი. შეიქმნა 1600-იანი წლების დასაწყისში, მეფე კრისტიან IV-ის მიერ.


image

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კრონბორგი -ვარსკვლავის ფორმის ციხესიმაგრე დანიაში.

მესამე ადგილზე ისლანდია. შვედეთი და ნორვეგია მეშვიდე და მერვე ადგილზე არიან. შვეიცარია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი მე-4-დან მე-6 ადგილებს იკავებენ, ისრაელი მე-9 ადგილზეა, ხოლო ახალი ზელანდია-მე-10. ოცეულში მოხვდნენ კანადა (მე-15 ადგილზე), აშშ-მე-16, დიდი ბრიტანეთი-მე-17.


2022 წლის გამოკითხვები ბედნიერების რეიტინგებზე ჩატარდა შეჭრამდე საკმაოდ ადრე. უკრაინა და რუსეთი ბედნიერების მხრივ მსოფლიო რეიტინგის მეორე ნახევარში მოხვდნენ. 2022 წლის ანგარიშში, უკრაინა 98-ე, ხოლო რუსეთი 80-ე ადგილზეა. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომი ნიშნავს, რომ ბედნიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც შეიძლება შემცირდეს.


2022 წლის ანგარიშში ბოლო, 145-ე ადგილზეა ავღანეთი. ეს სწორედ ომმა განაპირობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყანას, დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ქალაქები, დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების შიმშილობა.


2020 წლის მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნები:


  • ფინეთი
  • დანია
  • ისლანდია
  • შვეიცარია
  • ნიდერლანდები
  • ლუქსემბურგი
  • შვედეთი
  • ნორვეგია
  • ისრაელი
  • ახალი ზელანდია
  • ავსტრია
  • ავსტრალია
  • ირლანდია
  • გერმანია
  • კანადა
  • შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთი
  • ჩეხეთი
  • ბელგია
  • საფრანგეთი





0
161
5-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
161