x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ყველას დაგვხოცავენ" - ვოლოდიმერ ზელენსკი

image

რუსეთმა გუშინ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და ულტიმატუმი წაუყენა.
ოკუპანტებმა უკრაინელებს ვადა ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე მისცეს.

"ულტიმატუმს ვერ დავთანხმდებით. გაიგეთ რომ უკრაინა ულტიმატუმს ვერ დათანხმდება" - აცხადებს ვოლოდინერ ზელენსკი ოკუპანტების მოთხოვნების საპასუხოდ.

"გვეუბნებიან რომ თუ ულტიმატუმს დავთანხმდებით ომი დასრულდება. ეს არასწორია და არანაირ რეზულტატს არ მოგვცემს. ეს მე არ მეხება. მთავარია რომ ხელისუფლება და ხალხი ერთიანია. ვერც ერთი ჩვენგანი ამას ვერ გააკეთებს, ულტიმატუმს ვერ დავთანხმდებით. გაიგეთ რომ უკრაინა ულტიმატუმს ვერ დათანხმდება. ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ. თუ ყველა ჩვენგანს გაგვანადგურებენ, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდება. მაგალითად გვეუბნებიან რომ ხარკოვი, მარიუპოლი ან კიევი დაგვითმეთო - დამიჯერეთ, არც ხარკოვი, არც კიევი და არც მარიუპოლი, არც ერთი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი და არც პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებს. ხალხის წინააღმდეგობას ხომ ხედავთ. ყველა ქალაქი იბრძვის. მათ რუსული დროშა აღმართეს, თუმცა ჩვენმა მოქალაქეებმა ისევ დაუშვეს. მერე რა რომ ადამიანები თავშესაფარში არიან. ღამით გამოვიდნენ და დროშა მაინც დაუშვეს. გაიგეთ - ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ." - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი

0
82
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0