x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რატომ არის გერმანია რუსეთზე დამოკიდებული და რა გავლენა აქვს მას ევროპაზე?
image

ევროპა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსეთის გაზზე. რუსეთს აქვს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი ევროპაში. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის განვითარების მომავალი დამოკიდებულია რუსეთის ენერგომომარაგებაზე.


გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ ის ყატარისა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობისას განიხილავს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებას. ეს კი გერმანიას გახდის ნაკლებად დამოკიდებულს რუსეთის გაზზე.მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა წამოიწყო რამდენიმე ინიციატივა რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად. „რუსეთი გერმანიისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია“-აღინიშნა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. გერმანიის ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის რუსეთზე. ჰაბეკმა, შაბათს დაწყებული მოგზაურობის წინ, თქვა, რომ მიზანი იყო "წყალბადის პარტნიორობის დამყარება საშუალოვადიან პერსპექტივაში". „თუ მომავალ ზამთარში მეტ გაზს არ მივიღებთ და თუ რუსეთიდან მიწოდება შემცირდება, ჩვენ არ გვექნება საკმარისი გაზი, რომ გავათბოთ ყველა ჩვენი სახლი და გავაგრძელოთ მთელი ჩვენი ინდუსტრია“, განაცხადა ჰაბეკმა. მას ასევე სურს განიხილოს LNG-ის „მოკლევადიანი“ მიწოდება და „კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზმომარაგებას გერმანიაში, მისცეს პოლიტიკური ჩარჩო, რომ გახდნენ დამოუკიდებლები რუსული გაზისგან“.


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა რუსეთიდან Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება. თუმცა Nord Stream 2 მნიშვნელოვანად მომგებიანი პროექტია მოსკოვისთვის.



ევროკომისია ასევე მუშაობს გეგმებზე, რომ ეტაპობრივად მოიხსნას ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ხუთ წელიწადში. ევროკავშირის ოფიციალური პირები ბოლო თვეებში ეძებენ გაზის ალტერნატიულ მიწოდებას სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ყატარიდან, აზერბაიჯანიდან და იაპონიიდან. ევროპის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტმა იანვარში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - თითქმის 11 მილიარდი კუბური მეტრი, ნახევარი კი შეერთებულ შტატებზე მოდის.

image

ჰაბეკმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია უზრუნველყოს მიწოდების სტაბილური ნაკადი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა დააჩქაროს მისი გადასვლა ჩვეულებრივი ბუნებრივი გაზიდან მწვანე წყალბადზე. ჰოლანდიური გაზის ფასი გაიზარდა 30%-40%-ით მიწოდების შეფერხების გამო შეშფოთების ფონზე, თუმცა რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა საქონლის საექსპორტო ნაკადები დასავლეთში უცვლელი დარჩა შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე საათში.


2021 წელს გერმანიამ შემოიტანა 142 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც 6, 4%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით, განაცხადა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ოფისმა, BAFA, რომელიც იმპორტის წარმოშობას არ ასახელებს. გერმანიას აქვს 24 მილიარდი კუბური მეტრი მიწისქვეშა გაზის საწყობი. აქედან მეხუთედი წარმოდგენილია Rehden-ის მიერ, რომელიც ეკუთვნის კომპანია Astora-ს, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის რუსული კომპანია Gazprom-ს. შესაბამისად, საცავის მთლიანი სიმძლავრე შეიძლება აკმაყოფილებდეს გერმანიის წლიური გაზის მოხმარების მეოთხედს.

0
292
5-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
292