x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სინამდვილეში ვის უნდა ეთამაშა "როზას" როლი "ტიტანიკში"
image

ფილმ "ტიტანიკში" მთავარი როლის შემსრულებლები არიან ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი.ამ ფილმში მუშაობამ მათ მოუტანა მსოფლიო პოპულარობა, მულტიმილიონიანი ჰონორარები, კრიტიკის მაღალი შეფასება და გამაოგნებელი კომერციული წარმატება, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა.



ამ ყველფრის ფონზე რომელი მსახიობი არ ინატრებდა ასეთ მსოფლიოს დიდებას, თუმცა საქმე იმაშია, რომ წინასწარ არავინ იცის და ვერც განსაზღვრავს, ამა თუ იმ ფილმს როგორი მომავალი ექნება.


როზა დიუიტ ბიუკეიტერის როლი ფილმიდან "ტიტანიკი" ბრწყინვალედ ითამაშა ქეით უინსლეტმა.ამ როლმა ერთ ღამეში 22 წლის მსახიობი ჰოლივუდის მეგავარსკვლავად აქცია და ასევე მსოფლიო პოპულარობა და "ოსკარის" ნომინაციაც კი მოუტანა.



თუმცა ფილმის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ ცოტამ თუ იცის, რომ ქეითი პროექტში მხოლოდ სხვა მსახიობის წასვლის წყალობით მოხვდა.თავდაპირველად როზას როლში კლერ დეინსი დაამტკიცეს.თუმცა მსახიობმა უარი თქვა ამ პროექტზე.რადგან მისივე თქმით "დაიღალა ერთფეროვან პროექტებში თამაშით" .


ამის გარდა მსახიობს აღარ სურდა კიდევ ერთხელ ეთამაშა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად - "ტიტანიკის" გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მსახიობებმა ერთად ითამაშეს ფილმში "რომეო + ჯულიეტა"(1996)

image

თუ შევადარებთ ქეითისა და კლერის კარიერას და წარმატებებს, პირველი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სჯაბნის.


კლერ დეინსი მთელი ამ წლების განმავლობაში კვლავ აგრძელებს ფილმებში გადაღებას, ალბათ მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო სერიალში "სამშობლო", რომლის გადაღებაც თითქმის ათი წელი გაგრძელდა და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდა.

image

0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0