x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„საიდან იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გეგმები ხორვატიის, უნგრეთის, პოლონეთის წინააღმდეგ? - რუსეთი ბოსნია-ჰერცოგოვინას ურჩევს, "ნატოში" არ შევიდეს
imageრუსეთი ბოსნია-ჰერცოგოვინას ურჩევს, "ნატოში" არ შევიდეს. ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩმა განმარტა, თუ რატომ არის დასაფიქრებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.


რუსეთის სტრატეგიულ გეგმებში შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოხვდნენ, განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩმა იგორ კალაბუხოვმა.


სააგენტო ТАСС-ის ცნობით, დიპლომატმა დააზუსტა, რომ თუ ბოსნია და ჰერცეგოვინა ნატოში გაწევრიანდება, ეს შესაძლოა ქვეყნისთვის საფრთხედ იქცეს.


მისი თქმით, "რუსეთი ხელს არ უშლის ალიანსში სხვა ძალების გაწევრიანებას". მან განმარტა, რომ ქვეყნები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს. მაგრამ, კალაბუხოვმა წარმოიდგინა ასეთი სიტუაცია, ვთქვათ ბოსნია-ჰერცოგოვინამ მიიღო ასეთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ალიანსმა გადაწყვიტა მათ ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული იარაღის განლაგება.



ეს მოსკოვისთვის „სტრატეგიული სიტუაციის შეფასებად"განიხილება, - განმარტა მან.


„ეს არ არის მუქარა, არამედ გაფრთხილება“, - განმარტა ელჩმა.


კალაბუხოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ის მეზობლები, რომლებიც უკვე გახდნენ ნატოს წევრი, შესაძლოა ასევე იყვნენ რუსული მხარის გეგმებში და რომელიც აპირებს ალიანსს დაუპირისპირდეს.


მან კითხვა დასვა, რა იცით თქვენ, რომ სხვა ევროპული ქვეყნები არ არიან მოხვედრილი რუსეთის ყურადღების ქვეშ?


"საიდან იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გეგმები ხორვატიის, უნგრეთის, პოლონეთის წინააღმდეგ? - ციტირებს კალაბუხოვის სიტყვებს სააგენტო.


რაც შეეხება რუსეთსა და ალიანსის ქვეყნებს შორის დაპირისპირებას, კალაბუხოვმა დააკონკრეტა, რომ ეს არის გეოსტრატეგიული ვითარების შედეგი, რომელსაც აფასებს სავარაუდო საფრთხეებს და რომლის მიხედვითაც მოქმედებს რუსეთის ფედერაცია."


0
457
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0