სხვა პუტინს "ლუჟნიკებზე" სნაიპერები იცავდნენ - თვითმხილველის გადაღებული ვიდეო 2022, 20 მარტი, 21:08 მაყურებლებმა "ლუჟნიკის" არენაზე შენიშნეს ნიღბიანი და იარაღიანი მამაკაცები. 18 მარტს"ლუჟნიკის" სტადიონზე "ყირიმის გაზაფხულის" კონცერტზე დამსწრე მაყურებლები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს ნიღბიანი და იარაღიანი მამაკაცები სახურავის ქვეშ, პროჟექტორების მახლობლად, რომლებიც გადაადგილდებოდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ შოუს მონაწილეებს. "ლუჟნიკის" არენაზე პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ კონცერტზე იმღერეს პოლინა გაგარინამ, ტიმატიმ, ჯგუფმა "ლუბე"-მ, ოლეგ გაზმანოვმა და სხვებმა.აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის იყო თინა კანდელაკი. კადრები, რომლებშიც სავარაუდოდ სნაიპერებია აღბეჭდილი, ინტერნეტში უცნობმა გაავრცელდა. ისინი გამოქვეყნდა Twitter-ისა და Telegram-ზე; მომხმარებლების აზრით, ესენი იყვნენ სნაიპერები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დასაცავად იყვნენ მოსულები და "ლუჟნიკის" სახურავზე სხვადასხვა პოზიციაზე დაიკავეს ადგილები, სულ იყო 6 კაცი. მაყურებლებმა, რომლებმაც გაადიდეს სურათები, დაინახეს შეიარაღებული ადამიანები სახურავის კიბეებზე. ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ასეთი „სურათი“ განსხვავდება ფედერალური არხების ბედნიერი და მხიარული რეპორტაჟებისგან, აღნიშნავს Medialeaks-ი. 578 3-ს მოსწონს
|