x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ომის ფონზე, მოგზაური რუსი ბლოგერი თანამემამულეებს ურჩევს, აფხაზეთში დაისვენონ
image

საზღვარგარეთ ხშირად მოგზაური რუსი ბლოგერი საშა კონოვალოვა თანამემამულეებს ურჩევს აფხაზეთში დაისვენონ, როცა სხვა გზა აღარ არის.


"აფხაზეთში დასვენების უპირატესობა პირველ რიგში დაბალ ფასების გამო არის კარგი"-აღნიშნა რუსმა ტურისტმა.


აფხაზეთში დასვენების სარგებლობაზე მან თავის პირად ბლოგში ისაუბრა «Яндекс.Дзен» პლატფორმაზე.



თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ახალგაზარდა ქალმა ფასები დაასახელა.


„აფხაზეთი რუსეთი არ არის, მაგრამ რუსებს არ სჭირდებათ უცხოური პასპორტი მეგობარ რესპუბლიკაში ვიზიტისთვის. იქ მოხვედრა მარტივია: შეგიძლიათ გაფრინდეთ სოჭში, შემდეგ კი მიკროავტობუსით მიხვიდეთ საზღვრამდე. ან იქირავე მანქანა და დამოუკიდებლად იმოძრავე“, - ურჩევა ის დასვენების მოყვარულებს.


კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ქალმა დაასახელა საცხოვრებლის და საკვების დაბალი ფასებია. მთავარია ის, რომ რესპუბლიკაში შეუძლიათ "Мир"-ის საბანკო ბარათით და ნაღდი რუბლით სარგებლობა.


ბლოგერმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი ბუნების სილამაზესაც. "თუ გსურთ ისუნთქოთ ზღვის ჰაერი, აღფრთოვანდეთ ყველაზე სუფთა ცით და სალი კლდეებით, გაგრილდეთ ჩანჩქერების შხეფებში, ისეირნოთ წიწვოვან ტყეებში, მაშინ ეს თქვენთვის შესაფერისი ადგილია" - გააზიარა მან შთაბეჭდილებები.

image

ბოლოს გოგონამ აღიარა, რომ აფხაზეთში მოგზაურობისას ადგილობრივების კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ გადარია.

„ახლა ბევრი რუსი წუხს, რომ უცხოეთში მყოფ რუს ტურისტებს უწინდელივით აღარ ეპყრობიან. აფხაზეთში ამაზე ფიქრიც არ არის საჭირო. მეგობრულ რესპუბლიკაში ისინი ყოველთვის გველოდებიან“, - ირწმუნება მოგზაური.

”აქ რუსები ნამდვილად უყვართ.”


უკრაინიაში აგრესიის შემდეგ რუსებს ძალზე შეეზღუდათ საზღვარგარეთ მოგზაურობის არეალი, როგორც სანქციებიდან გამომდინარე, ასევე მათდამი მტრულად განწყობის გამო.



ცოტა ხნის წინ რუსეთის ტუროპერატორებმა ჩამოთვალეს ის მწირი ქვეყნების სია, სადაც რუს ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ.ესენია:თვითამოცხადებული აფხაზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ეგვიპტე, ინდოეთი, თურქეთი, სერბეთი, ყატარი, შრი-ლანკა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ნეპალი,

2
491
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
491
  
2022, 25 მარტი, 2:13
და მაშ აქეთ რას გამოექანენ?!
2022, 20 მარტი, 22:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2