x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რამდენია ძილისთვის იდეალური ტემპერატურა საბნის ქვეშ?

ბრიტანელმა ძილის სპეციალისტმა ნილ სტენლიმ დაასახელა იდეალური ტემპერატურა საბნის ქვეშ კარგი ძილისთვის. ამის შესახებ T3 წერს.
image

სტენლიმ განმარტა, რომ ცივი საძინებელი ხელს უწყობს სითბოს დაკარგვას თავისა და სახის მეშვეობით. „თუმცა, თუ ოთახში ან საბნის ქვეშ ძალიან ცხელა, ეს იწვევს მოუსვენარ ძილს“, - ამბობს ექსპერტი.


”იგივე ხდება, როდესაც ძალიან ცივა, რადგან ამ შემთხვევაში სხეული ენერგიას ხარჯავს ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ესეც ასევე გვიფრთხობს ძილს.”

ექსპერტმა აზრით სასურველია, რომ ტემპერატურა საძინებელ ოთახში 16-18 გრადუსი იყოს, ხოლო საბნის ქვეშ ტემპერატურა ე.წ. თერმონეიტრალურ ზონაში. მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა ხდება ადამიანის წონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ეს დაახლოებით 29 გრადუსია. როგორც წესი, სხეული თავად ათბობს ჰაერს საბნის ქვეშ ამ დონემდე.



1
57
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
57
  
2022, 20 მარტი, 22:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1