x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
არსებობს თუ არა "ორი რუსეთი" და შეიძლება თუ არა მათ ენდო? - რას წერს ნათია ბანძელაძე
imageჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ არ არსებობს "ორი რუსეთი" და ამის კლასიკურ მაგალითად ქსენია სობჩაკის საქართველოში ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს:


"იყოს, სომბოლურია... აქ ეს ომი მოვიგე!!!, ქსენიას თავის "პროვოკაციული იარაღი" თავისივე ნებით დავაყრევინე, თუმცა როგორც კი მოსკოვში ჩავიდა სხვა ამბავი მოყვა, როგორც იციან, ეს მათი კლასიკაა (მანამდე კი მისი განცვიფრებით და აღფრთოვანებით სავსე ტექსტური შეტყობინება მივიღე, (თუ როგორ დაემსხვა წინასწარ მასში არსებული სტერეოტიპები, მათ შორის "წინა კანდელაკთან" დაკავშირებითაც), რომელიც სამწუხაროდ დაკარგულ ტელეფონთან ერთად დავკარგე:(( ეს პოსტი არ არის იმაზე მე რა გავაკეთე, ეს პოსტი არის იმაზე არსებობს თუ არა ორი რუსეთი და შეიძლება თუ არა მათ ენდო" - წერს ნათია ბანძელაძე.


თუმცა მიუხედავად ამისა დღეს ქსენია სობჩაკმა პროტესტის ნიშნად რუსეთი დატოვა, მანამდე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა მწვავედ გააკრიტიკა პუტინის რეჟიმის ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით.


"მეგობრებო, მნიშვნელოვანი განცხადება სიახლეების შესახებ არხზე #ОсторожноСобчак


ჩვენ სამ წელზე მეტია უწყვეტად ვმუშაობთ თქვენთვის. ვავრცელეთ ახალ ამბებს, სადაც ვცდილობდით ვიყოთ გულწრფელი, ადეკვატური, გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობთ და რაც სწორად მიგვაჩნია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მუშაობა რამდენჯერმე გახდა არაპროგნოზირებადი და საშიში. ასეთ დროს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ ახალი კანონის მიღებით (რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და ანტირუსული სანქციებზე მოწოდების დასჯის შესახებ) მისი აღსრულების არაპროგნოზირებადობის გამო ჩვენ დროებით ვაჩერებთ YouTube-ზე პარასკევის ახალი ამბების გამოშვებას. ჩვენ თქვენთან ვრჩებით, საერთოდ არ მივდივართ, ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების, რეპორტაჟების და ინტერვიუების გადაღებას სანამ YouTube მუშაობს“, - განმარტა სობჩაკმა და თან სარკასტულად დაურთო ბოშევიკების დრონდელი პლაკატი, რითაც მიანიშნა, თუ საით არის მიმართული მისი ქვეყანა.


image

4
644
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
644
  
2022, 29 მარტი, 19:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 27 მარტი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 მარტი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

სწორია,არ არსებობს ორი რუსეთი და ეს ბევრჯერ დადასტურდა. თავიდან ყველა ლამაზად საუბრობს,მაგრამ როცა მართველის სკამზე დასხდებიან,მაშინვე ირთვება ნამდვილი რუსეთი. როგორც აკაკიმა სთქვა,მაგ შარბათში საწამლავს სვავ იცოდეო ეგრეა ეს ამბავიც,უტვინო "ქართველებს" ამის სჯერა(არცთუ ცოტაა ეგეთი ქართველი) და მიტომ არის ტრ... ჩვენი საქმე. უკრაინაც რუსეთია,ჯერ არ მოუპოვებიათ იმხელა გავლენა რო მსგავსად მოქცნენ,მაგრამ მალე გამოვლენენ მაგასაც. თავის დროზე კიევის რუსეთი იყო და ამის გააზრებას დიდი დრო დასჭირდება. გამახსენდა,უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ და ხელშეუხებელნი არიან ქართველი დამნაშავეები და არ გადმოგვცემს მათ ეს ქვეყანა. იგორ გიორგაძე,ასლან აბაშიძე პატივში ყავდათ ღრუსეთში,ხოლო ადეიშვილი,კეზერაშვილი,საყვარელიძე,სააკაშვილი ღუკრაინაში. მსგავსება მართლაც ბევრია და ეხლა მეზარება. ამ ომშიც კი,ერთ მხარეს იბრძვის ერთი ძმა და მეორე მხარეს კი მეორე ძმა. რანაირად არის შესაძლებელი ეს,დედმამიშვილები იყოს ერთი რუსი და მეორე უკრაინელი?
0 1 4