ფსიქოლოგია აირჩიეთ ფინჯანი და გაიგეთ თქვენზე მეტი... 2022, 21 მარტი, 12:31 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან. დღევანდელ სტატიაშიც მინდა შემოგთავაზოთ ფსიქო-ტესტი, რომელიც მოითხოვს თქვენგან მცირე კონცენტრაციას და მოცემული ფოტოდან ერთ-ერთი ფინჯანის არჩევას. თქვენი არჩევანი გეტყვით თქვენე გარკვეულ რაღაცებს. აირჩიეთ ფინჯანი და გაიგეთ თქვენზე მეტი...თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი... № 1. ექსტრავაგანტული, კომუნიკაბელური და პოზიტიური ხართ. ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავთ, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. გიყვართ ცხოველები, ფილმები და საინტერესო საუბრები. მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტია თქვენთვის, ვიდრე სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების ძიება. № 2. რაოდენობის ხარისხია თქვენთვის პრიორიტეტი და აფასებთ კლასიკას. დელიკატური ადამიანი ხართ, რომელსაც არ მოსწონს, როდესაც ჩვეული რუტინა ირღვევა. თავდაჯერებულად გამოიყურებით, მაგრამ სინამდვილეში დაბალი თვითშეფასება გაქვთ. ბრძენი, ჭკვიანი ხართ და გიყვართ ყველაფრის კონტროლი. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ენდობით მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. გიყვართ ისეთი საუბრები, რომლებიც შთააგონებს სხვებს. № 3. გიყვართ სხვების დახმარება. წარმატებული ხართ სამსახურში, სადაც აწყობთ და გეგმავთ შეხვედრებს და არდადეგებს, მაგრამ სახლში სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. პირად ცხოვრებაში კი გიჭირთ წონასწორობის შენარჩუნება და ხშირად ნერვიულობთ. ცდილობთ აკონტროლოთ ყველაფერი, მაგრამ არ ითვალისწინებთ, რომ ამისათვის უნდა იპოვოთ ბალანსი. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ცხოვრების ღრმა რეფლექსიას. (რეფლექსია -საკუთარი აზრებისა და განცდების ანალიზი; დაფიქრება) № 4. გამუდმებით სადღაც გეჩქარებათ და არასოდეს არ არის საკმარისი დრო, რაც დღის მანძილზე გაქვთ. არც ცდილობთ საკუთარ თავთან მცირე დროით მაინც დარჩენას და გამუდმებით ხართ რაღაცით დაკავებული. ზედმეტად მოწესრიგებული ხართ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, რა გსურთ ცხოვრებისგან. უფრო ხშირად უნდა ეკონტაქტოთ ადამანიაებს, რომლებიც შთაგაგონებენ. შეანელეთ ეს ქაოტური ტემპი და დატკბით ცხოვრებით. № 5. მოაზროვნე და კეთილი ხართ, მაგრამ ცხოვრებაში ემოციები გაკლიათ. არ გაქვთ სამომავლო მიზნები, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ იყოთ სასარგებლო. უნდა დაფიქრდეთ და ეძებოთ ის, თუ რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება. თუ შეიყვარებთ ცხოვრებას, თქვენს საქმეს და დასვენებას, თავს უფრო საჭიროდ და დაფასებულად იგრძნობთ. № 6. შრომისმოყვარე და ცვალებადი ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს გრძნობების გამოვლენა. დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო. თქვენთან ურთიერთობაში ბევრი თქვენს უბრალოებას აფასებს. ცხოვრების აზრს მწუხარებაში ეძებთ, რადგან მათ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. სინამდვილეში, დეპრესია და უბედურება არ აძლიერებს თქვენს ცხოვრებას, ასე რომ, უარი თქვით მათზე. № 7. ხართ ემოციური და ხშირად ღელავთ, ამიტომ ცდილობთ ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ, რათა სიურპრიზები თავიდან აირიდოთ. ცხოვრობთ ზედაპირული ცხოვრებით, ღრმად ჩახედვის გარეშე და ასევე, გაშინებთ სერიოზული ურთიერთობები. ნუ შეგეშინდებათ, რომ მიჰყვეთ თქვენს ოცნებებსა და ინტერესებს! იპოვეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თანაგრძნობის დიდი უნარი და გამჭრიახობა ბევრ რამეში დაგეხმარებათ ცხოვრებაში. № 8. ნერვიული და იდუმალი ადამიანი ხართ, ინოვაციური იდეებით სავსე. ხართ შემოქმედი, რაც გეხმარებათ გააცოცხლოთ თქვენი ხედვები. ხართ მოაზროვნე, თავდადებული და მიდრეკილი ინტროვერსიისკენ. ინტელექტის თვალსაზრისით, თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, ამიტომ ეცადეთ მიენდოთ ინტუიციას და შთაგონების წყარო იპოვნოთ. № 9. გიყვრათ, როდესაც გაღმერთებენ და კერპად აღგიქვამენ. თქვენი იდეალური დღე მოიცავს ნაყოფიერ და ჭკვიანურ საუბრებს, კარგ წიგნებს, ახალ ცოდნას და თქვენს საყვარელ მუსიკას. ყოველთვის თავაზიანი ხარ, რაც განსაკუთრებულ ძალას გმატებთ. გსურთ იყოთ ცნობილი თქვენი მიღწევებით, მაგრამ ეგოისტური იმპულსები ზოგჯერ ზიანს აყენებს თქვენს იმიჯს. საკუთარი თავის სიყვარული სწორია, მაგრამ არა სხვების ხარჯზე. მიმოიხედე გარშემო და გააცნობიერე, რომ თქვენს გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის ცხოვრებაში. № 10. ძალიან აქტიური ხართ. ტყუილად არ კარგავთ დროს და მზად ხართ ყველაფრისთვის - იდეებისთვის, შესაძლებლობებისთვის, მიდგომებისთვის. თანმიმდევრული ხართ და ამავდროულად ისწრაფვით შემოქმედებითობისკენ. დიდი შანსია, რომ მშვენივრად ისწავლოთ წერა, სწავლა ან სამზარეულო. მაგრამ, დაუმთავრებელი სამუშაო გაშინებთ. შეუცნობელი და უცხო უკან გხევთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე რთულია. № 11. მხიარული, კრეატიული და მახვილგონივრული ადამიანი ხართ, მაგრამ ვერ ახერხებთ მიზნის მიღწევას. ხშირად იღებთ ფართომასშტაბიან პროექტებს, მაგრამ შემდეგ უარს ამბობთ მათზე და შუა გზაზე ტოვებთ, რადგან გბეზრდებათ ან გიჭირთ მათი შესრულება. ხშირად განიკითხავთ სხვებს და მათ ქცევებს. გულის სიღრმეში ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. ყველაფერში საჭიროებთ მხარდაჭერას. შეეცადეთ დაისვენოთ და უფრო ფართოდ შეხედოთ საკითხებს. № 12. თქვენ ხართ მხიარული და ექსცენტრიული ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებს. ჩვეულებრივ ადამიანებს უყვარხართ და უფრო ახლოს არიან თქვენთან. გიყვართ წვეულებები და პაემნები. გაბედნიერებთ გარშემომყოფების ბედნიერება. მაგრამ, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი! ზოგჯერ დეპრესია გიპყრობთ, თუ დიდი ხნით მარტო მოგიწიათ ყოფნა. № 13. ხშირად წუხხართ სხვა ადამიანებსა და მათი პრობლემების გამო, მაგრამ ხშირად არ იცით როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს. სამყარო გაშინებთ, რადგან მხოლოდ ნაცნობი გარემოებები გიყვართ. ალბათ, ხშირად იხსენებთ და ოცნებობთ წარსულში დაბრუნებაზე. მიუხედავად ყველა ცვლილებისა, უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერში პოზიტიური ასპექტების პოვნა შეგიძლიათ. საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ "ყველა თავისი ბედნიერების მჭედელია!" № 14. გიყვართ მზეზე ჯდომა და ყინულიანი სასმელის მირთმევა ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ. თქვენ არ გაქვთ ამბიცია, რადგან ფიქრობთ, რომ ეს უაზროა. მოგწონთ ცხოვრების მაღალი დონე, მაგრამ არ გჯერათ, რომ ხვალინდელი დღის მართვას შეძლებთ. გსურთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებლობა ცხოვრებიდან დღეს და არა ხვალ ან სხვა დროს. გიყვართ მეგობრები და ახლობელი ადამიანები, რადგან მარტივი სიამოვნებები თქვენთვის მნიშვნელოვანია. გიყვართ კომუნიკაცია და არ გიყვართ დანაკარგები. № 15. თქვენ სავსე ხართ ენერგიით და გიყვართ სამყაროს შეცვლა თქვენთის შესაფერისად. მოგწონთ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხალხის გაღიმება. გსურთ, რომ ყველამ კარგად და საინტერესოდ იგრძნოს თავი თქვენთან ერთად. ცდილობთ არ გამოტოვოთ თავგადასავალში მოხვედრის შანსები და ყოველთვის ბოლოს ტოვებთ წვეულებას, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე საინტერესო. კეთილი ხარ, მაგრამ გიჭირთ სხვა ადამიანების სიკეთის მიღება. სინამდვილეში, გაქვთ ძალიან ღრმა ემოციები - ნუ შეგრცხვებათ მათი! 193 7-ს მოსწონს
|