x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"მშიშარა, დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე" - პეტრე კოლხი
image

მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) თინა კანდელაკის ლუჟნიკის სტადიონზე უკ­რა­ი­ნა­ში მიმდინარე ომის მხარ­დამ­ჭე­რ აქ­ციაზე გამოსვლას ეხმაურება და წერს:


"პირადად მე, თინა კანდელაკში დავინახე უსუსური, მხდალი, მშიშარა, დაპატარავებულ-დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე… სადაცაა დაკისრებული დავალების ჩაბარებას მოსთხოვენ და თავგამოდებული ცდილობს თავი გადაირჩინოს. იქნებ შეძლოს და “ოჯახის უფროსს” თავი მოაწონოს, თორემ “რაბინია” ქალები რიგში დგანან და მის ადგილს უფრო დიდი “რაბინია” დაიკავებს!.. მან თქვა, “არასდროს დავეცემითო”… ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!.."-წერს მამა პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე, ყი­რი­მის ანექ­სი­ის დღე აღ­ნიშ­ნეს და ამასთანავე უკ­რა­ი­ნა­ში ომის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, სადაც შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, აქციაზე აგრეთვე გამოვიდნენ პუტნის მხარდამჭერი ცნობადი სახეები, მათ შორის იყო თინა კანდელაკი:


"მე თინა კან­დე­ლა­კი ვარ, და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1995 წლი­დან ავირ­ჩიე რუ­სე­თი და მას შემ­დეგ ჩემი სამ­შობ­ლო რუ­სე­თია, ჩემი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ენა­ზე ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ვცხოვ­რობთ რუ­სეთ­ში, გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ის, რომ რუ­სეთ­მა მიგ­ვი­ღო, ვუყ­ვარ­ვართ და მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს და არას­დროს გვიკ­რძა­ლავ­და, არ დევ­ნი­და ჩვენს კულ­ტუ­რას.

უცხო­ეთ­ში რომ იგე­ბენ ჩვენ რუ­სუ­ლად სა­უ­ბარს, გვე­კი­თხე­ბი­ან რუ­სე­ბი ხართ? ამა­ყად ვპა­სუ­ხობთ, რომ რუ­სე­ბი ვართ. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­და­წყვი­ტა წაგ­ვშა­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან და გაგ­ვა­უქ­მონ, იმი­ტომ რომ რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობთ.


ჩვენ ყო­ველ­თვის დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, ჩვენ კი საქ­მეს ჩუ­მად ვა­კე­თებ­დით, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ან­ტარ­ქტი­და, ჩვენ შევ­ქმე­ნით წა­მა­ლი ციმ­ბი­რუ­ლი წყლუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­ა­აღ­მდეგ, პირ­ვე­ლად ჩვენ შევ­ქმე­ნით ხმო­ვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ჩვე­ნი ბა­ლე­ტი, სპორ­ტი, კულ­ტუ­რა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. ვერ წაგ­ვშლით, ჩვენ ვართ ერი, რო­მელ­საც ვერ გა­ტეხ­ვათ და ვერ დაგ­ვა­ჩო­ქებთ. რუ­სე­თი არა­სო­დეს დად­გე­ბა მუხ­ლებ­ზე", - განაცხადა თინა კან­დე­ლაკ­მა.

4
515
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
515
  
2022, 23 მარტი, 17:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 მარტი, 7:49
შარვლიკო რამიშვილის ბრალია ეს ქალი რომ ასეა გამწარებული. ვერ სცემდა კაი პატივს და გააგიჟა ქალი
ეს ქალი რამ გაგიჟა არ ვიცი,შეიძლება ფულმა და პრივილეგიებმა,მარა საქართველომ მაგრად გაუბერა. არა,გაბერილი დიდი ხანია რაც აქვს,მაგრამ ეხლა ზენიტში გავიდნენ. ეს კოლხი არის დიოხი,იცის მაინც რას ნიშნავს პატარა? თქვა და მთელი ქვეყანა აყაყანა,რანაირად არის პატარა? ჩვენი საზოგადეობა არის მოიმწიფებელი და პატარა,მსგავს პარაზიტებზე რო კარგავს დროს. შეაგინე კანდელაკს და იქნები პატრიოტი მიდგომა აქვს ერს და კიდევ,თუ ისე არ დაიმდუღრე როგორც რიგითი უკრაინელი,რა არის მამული. რა განსხვავება არის კანდელაკს და საქართველოს იმ ნაწილს შორის,ვინც უკრაინის ომს ჩვენს ომად ასაღებს ან იმ ხალხს შორის,ვინც 2008 წელს საწოლის ქვეშ ან წითელ ხიდზე იდგა,ხოლო ეხლა უკრაინაში მიდის საომრად და რუსთაველზე გარბის ომის შესაჩერებლად? ჩემი აზრით,არაფერი განსხვავება,ერთნი რუსებს ეტენებიან და მეორენი უკრაინელებს. წაით ბიძია ამ ქვეყნიდან ეგეთები,მართალია 32 ადამიანი დავრჩებით,მაგრამ შრომის ხარჯზე გავმრავდებით რამენაირად.
2022, 19 მარტი, 15:59
ნეტა ეს ქალი რამ გააგიჟა? ნამდვილი რუსები გარბიან რუსეთისან, ეს კი გაიძახის რუსი ვარო...
0 1 4