x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
"რუსეთი არასოდეს დადგება მუხლებზე! ჩემი სამშობლო რუსეთია" - ნახეთ, რას ამბობს თინა კანდელაკი

image

"მოგესალმებით ჩვენო დიდი ქვეყნის მოსახლეობავ. მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ამოვირჩიე რუსეთი და ამ წლიდან ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის.


ჩვენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა და არ დევნიდა ჩვენს კულტურას. ჩვენ რუსები ვართ, ჩვენ ვატარებთ ამ სახელს ღირსეულად, მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ახლა ხდება.


შეეცადნენ, რომ წაერთვათ ჩვენთვის დროშა და ჰიმნი. ჩვენი სპორტსმენები გამოაგდეს პარალიმპიადიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ. ჩვენ გამოვიგონეთ ციმბირის წყლულის წამალი, აღმოვაჩინეთ ანტარქტიკა. ჩვენი თეატრი, კულტურა და სპორტი არის მსოფლიოში საუკეთესო დღესაც.



ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალური ქსელის ექაუნთი, ჩვენ ვართ ერი, რომლის გატეხა შეუძლებელია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეეცდებიან მუხლებზე დაგვაყენონ, მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთი არ დადგება მუხლებზე არასოდეს!“ - თქვა თინა კანდელაკმა 18 მარტს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.




image

5
260
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
260
  
ის ხო ცუდია რო ქართველი წარმომავლობის ასეთ რამეს ამბობს და კადრულობს,მაგრამ ამას პოპულარიზაციას რო უწევენ ის უფრო სამარცხვინოა. რა არის ამ ქალის ფასი? ეს არის მისი აუდიტორია და ადამიანები,ვინც მისი მიმდევრები არიან და გამოწერილი ყავთ სოციალურ ქსელებში. დღევანდელ დღეს ეს არის ყველაზე დიდი ძალა,თქვა რაღაც და წამებში მთელმა მსოფლიომ იცის. ნებისმიერი რეაქცის გამოვლენა და უკვე პოპულარიზაცია გაწეულია. დროა,რომ შევეშვათ მოღალატეების და კაცობრიობის მტრების მხარდამჭერების გამოწერას,მათი "აზრების" გავრცელებას. მედიის როლი დიდია დღევანდელ დღეს და არ უნდა ხდებოდეს ასეთების პოპულარიზაცია.

რაც შეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას,იმის გარდა რო პოპულარიზაცია და მისი სიტყვების ადრესატამდე მიტანა,არის კიდევ ერთი დაფარული მიზეზი,ემსახურება ნაციზმის პროვოცირებას და წახალისებას. კომენტარები ამაზე მეტყველებს და სირცხვილია ხალხნო. ასეთი დამოკიდებულებით ევროპაში ვინ მიგიღებთ? დროა ისწავლოთ ადამიანების არჩევანის პატივისცემა და გატარება. აუცილებელი არ არის მოგწონდეთ ეს ქალი,მაგრამ ამის გამო ზიზღი არ უნდა გამოამჟღავნოთ. მისი არჩევანია და თუ გინდათ რო რამე დაუშავოთ,მაშინ ძალადობის გარეშე,არც გინება არის გამოსავალი. უბრალოდ,დაიკიდეთ და არ გაავრცელოთ,ჩაკეტეთ და თავისით მოგვარდება სიტუაცია. ჰიტლერისთვის რო გაზეთებში არ ეწერათ,დარჩებოდა მარტო და ვერაფერს ვერ დააშავებდა.
2022, 19 მარტი, 19:47
სულგაყიდული ძუკნა!
2022, 19 მარტი, 14:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 19 მარტი, 13:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 მარტი, 12:47
რა საზიზღარი გოგოა
0 1 5