x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მესტიის მუნიციპალიტეტში ნატო-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

image

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით, პლატფორმის – „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ – წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 17-18 მარტს განახორციელეს პროექტი: „ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“.


პლატფორმის წევრებმა შეხვედრები გამართეს დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ანალოგიური შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


საინფორმაციო შეხვედრებზე პლატფორმის წარმომადგენლებმა განიხილეს ნატო-ს ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მოეწყო დისკუსიები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობისა და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების შესახებ. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.


პროექტი განხორციელდა ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP)

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0