x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ზუსტად ისეთი ხრაშუნა და კნატუნაა როგორც მაღაზიაში ნაყიდი კიტრის მნწილი, საოცარი რეცეპტია მართლაც...

imageინგრედიენტები:


პატარა კიტრები - 7-8 ცალი
მარილი - 1 დესერტის კოვზი
ძმარი 70% - 1 დესერტის კოვზი
პილპილის მარცვლები - 3-5 ცალი
ნივრის კბილი - 2-3
პირშუშხას ფოთოლი - 1
კამა - 2-3 ტოტი
დაფნა - 1-2 ფოთოლი

მომზადების წესები:

ინგრედიენტები მოცემული 1 ლიტრიანი ქილისთვის.

სასურველია კიტრი ცივ წყალში ჩავალბოთ ორიოდე საათით, ასე უფრო ხრაშუნა გამოვა. ყველაფერი კარგად გავრეცხოთ. ქილის ძირში ჩავალაგოთ პირშუშხას ფოთოლი, კამა, ნიორი, პილპილი. შემდეგ ჩავალაგოთ კიტრები. დავამატოთ მარილი, დაფნა და ძმარი. დავასხათ მდუღარე წყალი, მოვხუფოთ, გადმოვაბრუნოთ ქილა თავით ქვემოთ და შევფუთოთ სქელ გადასაფარებელში, სადაც ნელ-ნელა გაცივდება

1
658
2-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
658
  
2022, 20 მარტი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1