x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს
image

ქალაქ ვოტკინსკში (უდმურტეთის რესპუბლიკა)სკოლის მოსწავლემ ლენინის ძეგლი ჩამოაგდო და საავადმყოფოში მოხვდა.



რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ვლადიმერ ლენინის ძეგლი წაიქცა. ინციდენტი მოხდა ვოტკინსკში, ბერეზოვკას მიკრორაიონის 22-ე სკოლის მახლობლად, ძეგლი ბავშვმა ჩამოაგდო იუწყება გამოცემა Сусанин-ი.

image


ვოტკინსკის ადმინისტრაციის განათლების განყოფილების უფროსის, ნატალია ვოტიაკოვას თქმით, ბიჭმა ძეგლზე ასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა მეგობარს სასწავლო დაწესებულების მახლობლად ელოდა. ქანდაკებამ ვერ გაუძლო სიმძიმეს და ძეგლის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. დაცემისას დამნაშავეც დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება,



ვოტიაკოვამ აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 22-ე სკოლასთან მდგარილენინის ქანდაკება ტყდება. ადრე ადგილზევე აღადგინეს, მაგრამ ამჯერად მისი უკვე მისი დემონტაჟი გადაწყვიტეს.



„მონუმენტის დემონტაჟი მოუწევს, მისი ამ სახით დატოვება აღარ შეიძლება, როგორც ეთიკური მიზეზების გამო, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე“, - განმარტა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მომავალში ხელისუფლება ქანდაკებას აღადგენს ან შეცვლის.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს, როგორც ირკვევა, ტერიტორია რესტორან “რანჩო ვარიანს'' ეკუთვნის, რომლის მფლობელი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკია, რომელიც ვარიანიდან არის.

0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0