x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოდელი, რომელმაც თავის დროზე პუტინს "ფსიქოპატი" უწოდა, გარდაცვლილი იპოვეს
imageრუსი მოდელი, რომელიც ვლადიმერ პუტინს „ფსიქოპათს“ უწოდებდა, აღმოაჩინეს ჩემოდანში.


23 წლის გრეტა ვედლერი ერთი წლის წინ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში პუტინის საწინააღმდეგო პოსტი დაწერა, მაგრამ როგორც ახლა გაირკვა ჩანს, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ არის.


ვედლერის ყოფილმა ბოიფრენდმა, 23 წლის დიმიტრი კოროვინმა ახლახან აღიარა, რომ გოგონა დაახრჩო, შემდეგ კი 400 კილომეტრი გაიარა, სანამ ლიპეცკის ოლქში ცხედარს მანქანის საბარგულში დატოვებდა.

image


კოროვინმა სამართალდმაცებს განუცხადა, რომ მას სამი ღამე ეძინა სასტუმროს ნომერში ცხედრიან ჩემოდანთან ერთად.



შემდეგ კი მამაკაცმა მისი გვამი ავტომობილის საბარგულში დატოვა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში, განაგრძობდა სოციალურ ქსელებში მისი სახელით პოსტების დადებას, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

image

მკვლელობის მიზეზი ბანალური აღმოჩნდა, დიმიტრი კოროვინა გოგონას 150 000 რუბლი მოპარა.

image

არა და ვედლერის გაუჩინარება მოხდა მაშინვე, როდესაც გოგონამ გამოქვეყნდა ანტიპუტინური ტირადა სოციალურ ქსელში:


„შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ, ჩემი აზრით, მასში არის აშკარა ფსიქოპათია ან სოციოპათია. ფსიქოპათებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად განიცდიდნენ ცხოვრების სიმწვავეს, ამიტომ მათ უყვართ რისკი, ინტენსიური განცდები, ინტენსიური კომუნიკაცია, ინტენსიური აქტივობა - ინტენსიური და დინამიური ცხოვრება“, - წერდა იგი, იუწყება New York post-ი

image

ქერა ლამაზმან ლიპეცკის ოლქიდან იყო, მუშაობდა დედაქალაქში და მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. გოგონა ბოლო რამდენიმე წელი იყო სამოდელო ბიზნესში ჩართული. ბევრი მოდელის მსგავსად, იგი მონაწილეობდა სილამაზის სხვადასხვა კონკურსში. ორი წლის წინ ის ""Top Russian Beauties" წევრი გახდა.

1
438
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
438
  
2022, 20 მარტი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1