x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ აიხსნება ყველასთვის ნაცნობი სიტყვები : "ლეკვი ლომისა სწორია "
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ხალხში ცნობილი აფორიზმია, რომელშიც მეფის საგვარეულოში თანასწორუფლებიანობაზეა საუბარი.


რუსთაველი ამბობს: - მეფის მემკვიდრე ქალს, კაცის ტოლი უფლება აქვს და შეიძლება გამეფებაო.


"ჩვენში ბევრი ფიქრობდა - წერს კ. კეკელიძე და ახლაც ასე ფიქრობს, რომ ამ სიტყვებში დასმულია და გადაწყვეტილი ქალთა ემანსიპაციის საკითხი - ისე როგორც ეს ესმის თანამედროვე მეცნიერულ სოციალიზმს. ეს შეხედულება იმდენად მძლავრი იყო, რომ აკადემიკოსი ნიკო მარის სერიოზულად ეკამათებოდა მას, როდესაც წერდა: "ამ ლექსს ძალიან აწვალებდნენ, რათა გამოეწურათ მისგან იმის დამატკიცებელი საბუთი, რომ შოთა ქალთა სწორუფლებიანობის მომხრე იყო, ნამდვილად კი აქ ლაპარაკია თანასწორობაზე მეფის ოჯახის ვიწრო წრეში, როგორი თანასწორობაც ნადირთა მეფის ოჯახშიც არისო", მაგრამ ასეთი დასკვნის უფლებას არ იძლევა - პოემაში "მეფის ოჯახის ვიწრო წრეც". ნ. მარს ყურადღება არ მიუქცევია იმისათვის რომ მეფე როსტევანი, ეს შეუდარებლად სრულქმნილის, უმშვენიერესი ქალიშვილის, თინათინის, მამა სწუხს და გოდებს იმის გამო, რომ ღმერთმა მას ვაჟიშვილი არ მისც.მაშასადამე, მისთვისაც, მეფის ოჯახისთვისაც, სულ ერთი არ ყოფილა ვაჟისა და ქალის ყოლა.


ზოგი სავსებით ეთანხმება კ.კეკელიძის გახმაურებულ გაგებას ამ აფორიზმთან დაკავშირებით, რომ მეფის ქალსა და ძეს სამეფო ტახტზე თანასწორი უფლება აქვს.


image

1
865
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
865
  
2022, 20 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1