x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
დღის რიცხვი - რა ღირს კაილი ჯენერის ყველზე ძვირადღირებული ჩანთა?

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კარდაშიან-ჯენერების კლანი ძვირადღირებულ ნივთებზე ფულს არ ზოგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩანთებს ეხება. 24 წლის მილიარდერი კაილი ჯენერი ყველაზე ძვირადღირებული აქსესუარების შესაშური კოლექციის მფლობელია.image
რამდენიმე დღის წინ რეალითი შოუს ვარსკვლავი მშობიარობის შემდეგ პირველად დააფიქსირეს სეირნობისას პაპარაცებმა. გოგონას ხელში ლიმიტრებული ჩანთა ნიანგის ტყავისგან შეკერილი Hermès Himalayan Birkin ეკავა, რომლის ღირებულება 150 000 აშშ დოლარია. კაილიმ ის არაერთხელ ახსენა ინტერვიუებში და ამ ჩანთას “განსაკუთრებული" უწოდა.image

"ეს არის ერთადერთი ჩანთა, რომელსაც ავიღებდი, თუ ჩემს სახლში ხანძარი გაჩნდებოდა", - ამბობს კაილი.

2 თებერვალს კაილი ჯენერსა და რეპერ ტრევის სკოტს ვაჟი შეეძინათ. მათ პატარას ვოლფ ვებსტერი დაარქვეს. წყვილს უკვე ჰყავს ქალიშვილი სტორმი, რომელიც 2018 წლის თებერვალში დაიბადა. ისინი ერთად ხუთ წელზე მეტია არიან. წყაროების ცნობით, წელს ისინი ურთიერთობის ოფიციალურ სტატუსზე გადავლენ და დაქორწინებასაც გეგმავენ.image

0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0