x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
15 რეტრო-ფოტოსურათი, რომლებიც ისტორიის კარს გაგიღებთ

image
ისტორიული და საარქივო კადრები, რომლებსაც წიგნებში ვერ შეხვდებით:

1. მაიკლ როკფელერი (პოლიტიკოსისა და ბანკირის ნელსონ როკფელერის ვაჟი) და ხალხი დანის ტომიდან, ახალი გვინეა. 1961 წელს როკფელერი ამ კუნძულებზე გაუჩინარდა. ითვლება, რომ ის მოკლეს და შეჭამეს კანიბალებმა.image

2. BMW Isetta 600, ავტომობილი, რომელმაც გერმანული კონცერნი BMW გაკოტრებისგან იხსნა. 60-იანი წლები.image

3. სტომატოლოგი 1920 წელს. სტომატოლოგიის დარგი იმ დროს სრულიად განუვითარებელი იყო, ამიტომ ამ მეთოდით კბილების ამოღება აბსოლუტურ ნორმად ითვლებოდა.image

4. ქალთა კალათბურთის გუნდი, 1900 წელი. აღსანიშნავია, რომ ისინი თამაშობდნენ გრძელმკლავიან კაბებში და ეცვათ კორსეტები.image

5. ყავის მადუღარა ფოლკსვაგენის მანქანაში, როგორც დამატებითი ფუნქცია.image

6. “მოწყობილობა" პოკერის თამაშის დროს ემოციების დამალვისთვის. 1937 წელი.image

7. ნარკომანი და პოლიტიკოსი პაბლო ესკობარი კოლუმბიის კონგრესში, ბოგოტა, 1982 წელი.image

8. შავკანიანი კაცი თეთრკანიანთა კაფეში. არლინგტონი, ვირჯინია, 1960 წლის 10 ივნისიimage

9. FBI-ს უზარმაზარი თითის ანაბეჭდის მონაცემების ბაზა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე გადასვლამდე.

1944 წელს FBI თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზა უზარმაზარი შენობა, სადაც ასობით ადამიანი ტრიალებდა უჯრებში და მაგიდებთან, ეძებდნენ და ამთხვევდნენ თითის ანაბეჭდებს სპეციალური სისტემებისა და მეთოდების გამოყენებით. მასშტაბი შთამბეჭდავია: 23 მილიონი პირადი ფაილი და 10 მილიონი თითის ანაბეჭდის ბარათი და ყოველთვიურად ემატებოდა მინიმუმ 400 000 ბარათი.

FBI ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე მხოლოდ 1999 წელს გადავიდა.image

10. ორი მეტყევე მუშაობის დროს, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი, 1915 წელი.image

11. "ესპანური გრიპი" (1918-1919) სავარაუდოდ კაცობრიობის ისტორიაში გრიპის ყველაზე მასიური პანდემია იყო. ესპანური გრიპით დაინფიცირდა დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 29, 5%. შედეგად დაიღუპა დაახლოებით 50-100 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 2, 7-5, 3%.image

12. ნენა ფონ შლებრუგე, მსახიობი უმა თურმანის დედა, 1959 წელს Vogue-ის გადაღებაზე.image

13. "მამაკაცები არ მაქცევდნენ ყურადღებას, როცა გამხდარი ვიყავი!" წონის მოსამატებელი პროდუქტების რეკლამა, აშშ, 1950 წელი.image

14. შავკანიანი პოლიციელი იცავს რასისტული კუ კლუქს კლანის წევრებს მომიტინგეებისგან, 1983 წელი.image

15. რაკელ უელჩი, 1969 წ 1970-იანი წლების ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო.image

0
978
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
978
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0