x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვიდეო:ანტარქტიდაში 107 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

image


ცნობილი ბრიტანელი ანტარქტიდის მკვლევარის ერნესტ შეკლტონის ჩაძირული გემი Endurance-ი დასავლეთ ანტარქტიდის სანაპიროზე უედელის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს, იტყობინება National Geographic პორტალი.


გემი ზღვის ყინულმა გაანადგურა და ჩაიძირა 1915 წელს, რამაც აიძულა შეკლტონი და მისი ეკიპაჟი გაეკეთებინათ უპრეცედენტო ყინულის გადაკვეთა ფეხით და პატარა ნავებით. შეკლტონმა მოახერხა მთელი თავისი ხალხის გადარჩენა, არავინ დაიღუპა მისი ექსპედიციის დროს, მაგრამ ეს წარმატება ბრიტანეთში სათანადოდ არ იყო დაფასებული, რადგან საზოგადოების ყურადღება მაშინ დაკავებული იყო იმით, რაც ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე.


ნარჩენების ვიდეო კადრებში ჩანს, რომ Endurance-ი შესანიშნავ მდგომარეობაშია. იმისდა მიუხედავად, რომ გემი საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე 3 კმ სიღრმეზე იმყოფებოდა, ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ნოემბრის დღეს, როცა ჩაიძირა. გემის კორპუსზე აშკარად ჩანს ოქროსფრად წარწერილი სახელი Endurance-ი.



"გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ რაც კი ოდესმე ჩაძირული ხის გემები მინახია, ამ შემთხვევაში გემის არის საუკეთესოდ შენახული. გემი პირდაპირ ზღვის ფსკერზე დგას, მისი კორპუსი ხელუხლებელია და შესანიშნავად არის შემონახული“.- აღიარებს საზღვაო არქეოლოგი მენსუნ ბაუნდი, რომელიც მონაწილეობდა ამ კვლევით ექსპედიციაში.


ფსკერზე ჩასვლამდე Endurance რამდენიმე თვის განმავლობაში ყინულის ხაფანგში იყო ჩარჩენილი. დაკარგული გემის პოვნის პროექტი განხორციელდა ფოლკლენდის კუნძულების საზღვაო მემკვიდრეობის ფონდის (FMHT) მიერ სამხრეთ აფრიკის ყინულმჭრელი Agulhas II-ის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია დისტანციურად კონტროლირებადი წყალქვეშა მანქანებით.




0
465
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0