x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რუსეთი და უკრაინა მოწინააღმდეგის დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს
image

რუსული საინფორმაციო სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს 3687 უკრაინის სამხედრო ობიექტი ქვეყანაზე თავდასხმის დაწყებიდან, 1194 ტანკი და ჯავშანტექნიკა და 443 საველე საარტილერიო იარაღი.


ხოლო უკრაინის მხარის ინფორმაციით, მათ მოკლეს 14 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე გაანადგურეს 374 ტანკი, 105 თვითმფრინავი, 60საწვავის ავზი, 1226 ჯავშანტექნიკა და 140 საარტილერიო სისტემა.


შეგახსენებთ რომ რუსეთ უკრაინის ომის დაჭყებიდან მეთვრამეტე დღე არის ამ დროისათვის ომი ოთხ ძირითად ხაზზეა ორიენტირებული. ამათგან პირველ ხაზს უკრაინის დედაქალაქი კიევი წარმოადგენს, სადაც 18 დღიანი უწყვეტი თავდასხმების მიუხედავად, რუსეთის ჯარებმა ვერ შესძლეს მისი დაკავება.



მეორე ხაზი შედგება ქალაქ ხარკოვისა და მისი მიმდებარე დასახლებებისგანა და სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობს ამჟამად ყველაზე გააფთრებული ბრძოლები, თუმცა ეს რეგიონიც ჯერ კიდევ მთლიანად არ არის რუსების კონტროლქვეშ გადასული.


მესამე რეგიონი არის დონბასი, სადაც პირველად დაიწყო რუსების სამხედრო ოპერაციები. რუსეთის მიზანი აქ არის საპორტო ქალაქ მარიუპოლის ხელში ჩაგდება.


მართალია ამ დროისათვის მათ ალყა შემოარტყა ქალაქს, მაგრამ მასაც სრულად ვერ აკონტროლებენ. ბოლო რეგიონია ყირიმის ხაზი, სადაც ასევე ფართომასშტაბიანი თავდასხმები მიმდინარეობს.


ამ ბოლო დღეებში რუსებმა როგორც ჩანს ქალაქი ოდესაც ამოიღეს მიზანში და მისი კონტროლქვეშ აყვანაც სურთ, რათა უკრაინას შავ ზღვასთან ყველანაირი კავშირი შეუწყდეს.


მოკლედ, საომარი კონფლიქტის მე-18 დღეს რუსები აგრძელებენ მძიმე დანაკარგებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა საბოლოო ჯამში მიაღწია იმ დონეს, როცა იგი შეიძლება განვითარდეს ყველა მიმართულებით.

1
499
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
499
  
2022, 14 მარტი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1