x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ევოლუციის 10 ნიშანი, რომელიც ადამიანთა უმეტესობას აქვს

image


იცოდით, ჩვენს სხეულს ევოლუციის ნიშნები რომ აღენიშნება? ზოგიერთი ბიოლოგიური ევოლუციის ნიშანი თქვენ წარმოიდგინეთ და, შეუიარაღებელი თვალითაც კი, აშკარად ჩანს. ამ მახასიათებლების ზოგიერთი ნაწილი ფუნქციონალური, ხოლო ზოგი კი უბრალოდ - რუდიმენტია, ანუ ისინი ორგანიზმისთვის არანაირ სარგებელს არ წარმოადგენენ, და მათ გარეშე ადამიანის ყოფა საკმაოდ კომფორტულიც კი იქნებოდა, თუმცა მათთან ერთად თანაცხოვრება გაცილებით უფრო ორგანულია. დღევანდელ სტატიაში ჩვენი სხეულის სწორედ ასეთი ელემენტების შესახებ მოგიყვებით.




ე.წ. "დარვინის ბორცვი"



image


იგივე ყურის ნიჟარის ბორცვი - ყურის ზედა ნაწილში მდებარეობს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ე.წ. "ბორცვი" ყველა ადამიანს არ აქვს. მეცნიერთა აზრით, ეს ნიშანი ზოგ ადამიანს წინაპრებისგან შემორჩა, რომელთა ყურებიც უფრო წვეტიანი იყო.






ნეკა თითი


image


მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანს ფეხის ხუთი თითი იმიტომ აქვს, რომ ჩვენს წინაპრებს ნადირის დევნაში საკმაოდ შორი მანძილის გავლა უწევდა. ახლა კი ნეკა თითი სრულიად უსარგებლო გახდა. გამორიცხული არ არის, რომ შემდგომი ევოლუციის დროს ეს თითი საერთოდაც გაქრეს.





ხელისგულის გრძელი კუნთი


image


ეს კუნთი ყველას არ აქვს, და იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა პირადად თქვენ, შეკარით მუშტი და მაჯა ზემოთ ოდნავ მოხარეთ. რუდიმენტი, რომელიც წინაპრებს ხეებზე ასასვლელად სჭირდებოდათ, ამოიბურცება თუკი რაღა თქმა უნდა, ის თქვენს ორგანიზმში არის.




სხეულზე თმის არარსებობა


image


ადამიანები - ერთადერთი პრიმატები არიან, რომლებსაც სხეულზე თმა არ აქვთ. გამორიცხული არ არის, რომ "გამელოტება" პარაზიტებისგან დაცვის ერთგვარ საშუალებად იქცა.





ჟრუანტელი


image


ცხოველებში ცივი ტემპერატურის ზემოქმედებისას ბალანი ყალყზე დგება, ადამიანში კი ამ მოვლენას - ჟრუანტელი ჰქვია.




სიბრძნის კბილები


image


ჩვენი წინაპრებისთვის 32 კბილის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომელთა რაციონიც უნდა ითქვას, რომ უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებდა. დღესდღეობით, კერძის მოსამზადებლად სპეციალური ხელსაწყოები გამოიყენება, ყბამ კი ევოლუცია განიცადა. სიბრძნის კბილების მოთხოვნილება გაქრა, ამიტომ ზოგი ადამიანი მათ უბრალოდ იშორებს.






მამაკაცის დვრილები


image


ალბათ, არაერთხელ დაფიქრებულხართ თუ რისთვის სჭირდებათ მამაკაცებს დვრილები. პასუხი მარტივია: ემბრიონის მომწიფების დროს მკერდის ქსოვილი სქესის შეცვლამდე ყალიბდება.





თმა იღლიებში


image


არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ თმა იღლიებში იმისთვის იყო აუცილებელი რომ ოფლის სუნი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებულიყო, რაც პოტენციური პარტნიორის მოზიდვასა და კონკურენტების დაშინებას უწყობდა ხელს.






გლანდები

image


ტონზილები - ლიმფური სისტემის ნაწილია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ზოგიერთი დაავადებისგან იცავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათი ამოღება უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი, გახსოვდეთ რომ ნუშურების ამოკვეთა თქვენს იმუნურ სისტემას ნამდვილად არ დააზარალებს.






კონიუნქტივის ნახევარმთვარის ნაოჭი


image


ის თვალის კუთხეში მდებარეობს და ნიკიტირების გარსის ნარჩენ ნაწილს წარმოადგენს. ცხოველურ ორგანიზმებში ეს უკანასკნელი მესამე ქუთუთოს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ოდესღაც ნუთუ მესამე ქუთუთო ადამიანსაც ჰქონდა?










0
837
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
837