x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შენც გრცხვენია რუსი რომ ხარ ხომ?" - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დანილ მედვედევმა "ინსტაგრამიდან " რუსეთის დროშა წაშალა
image

რუსმა ჩოგბურთელმა დანილ მედვედევმა "ინსტაგრამის" გვერდიდან მშობლიური რუსეთის სამფეროვანი დროშის სურათი წაშალა.


რუსმა ჟურნალისტებმა ყურადღება მსოფლიოს პირველი ჩოგანის უცნაურ საქციელზე უკრაინასთან ომის შემდეგ გაამახვილეს. ადრე პროფილის ფონურ სურათზე რუსეთის დროშა იყო გამოსახული. 2021 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულმა დანილ მედვედევმა სამფეროვანის მოხსნაზე განმარტება არ გააკეთა.


image


გამოცემა Sports.ru იუწყება, რომ მედვედევის წარმომადგენელეს დროშის მოხსნის მიზეზებზე უკვე გამოჰკითხეს, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.


„ამაზე კომენტარის გაკეთებისთვის ჩვენ მზად არ ვართ“, - ასეთი პასუხი მიიღეს სპორტსმენისგან ჟურნალისტებმა.



კომენტარებში ჩოგბურთელის გვერდს უკვე შეუტიეს და მისგან განმარტებას ითხოვენ. მათგან უმრავლესობა რუსულენოვანი გამომწერები არიან:


"შენც გრცხვენია რუსი რომ ხარ ხომ?"


”სამაგიეროდ ბრენდების სახლები არ წაშალა”


"დროშის ფულს არ იხდიან?"


"თუ ეს მართალია, მაშინ გრცხვენოდეთ"

"ვისი გეშინია?"


'ვწუხვარ, რომ დროშა მოაშორე, რუსები ასე არ იქცევიან"


"სად გაქრა რუსეთის დროშა?"


„რატომ მოაშორე დროშა? აღარ ხარ რუსი? რუსეთი აღარ არის შენი სამშობლო? ”- წერენ კომენტარებში.

image

სავარაუდოდო, საკმაოდ ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, თუ რატომ გააქრო დანილოვმა რუსეთის დროშა პროფილიდან და კომენტარებშიდაც საკმაოდ კარგად ხვდებიან, თუმცა მასზე ღიად საუბარს ჩოგბურთელი მაინც ერიდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპული სანქციების გამო რუს და ბელორუს სპორტსმენებს დროშების და რუსეთის ფედერაციის ჰიმნის გამოყენება ეკრძალებათ.


1
508
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
508
  
2022, 20 მარტი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1