x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იტალიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა დააკავეს, რომელიც რუს მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს ეკუთვნის

image
იტალიის ფინანსურმა გვარდიამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მარტის დასაწყისში ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილი რუსი ბიზნესმენის ანდრეი მელნიჩენკოს იახტა „A“ დააკავა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იტყობინება.image
ბიზნესმენის გემი მსოფლიოში ყველაზე დიდ კერძო მცურავ იახტად ითვლება: მისი სიგრძე 142 მეტრია, ხოლო ღირებულება დაახლოებით 530 მილიონი ევროა. იახტა ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა დააპროექტა და 2008 წელს გერმანიის ქალაქ კილედან გაეშვა წყალში.

ანდრეი მელნიჩენკო Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაშია შესული: მისი და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება 11, 6 მილიარდ დოლარს აღწევს. სანქციების ქვეშ მოქცევის შემდეგ, ბიზნესმენმა დატოვა ევროხიმის და ციმბირის ქვანახშირის ენერგიის კომპანიის დირექტორთა საბჭოები.

Business Insider ის ცნობით, სანქციების გამო რუსი ოლიგარქები ყველანაირად ცდილობენ საკუთარი იახტების და თვითმფრინავების ისეთ ქვეყნებში გადაყვანას, რომლებიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც კერძო “სათამაშოების" გადამალვა ვერ მოახერხეს- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში დააკავა ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის იახტა, ხოლო საფრანგეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, როსნეფტის ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს ეკუთვნოდა.

0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0