x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
9 ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე სე@სუალური ქალები ცხოვრობენ
image


თუ მარტოხელა მამაკაცი ბრძანდებით და მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას გეგმავთ, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად, ქვეყნის შერჩევისას გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ არა კლიმატზე, ღირშესანიშნაობებსა და გასტრონომიულ სიამოვნებებზე, არამედ ადგილობრივი ქალების სილამაზესა და მათ სექსუალურობაზე. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სწორედ იმ ქვეყნებისა და ქალაქების რეიტინგს, სადაც მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალები ცხოვრობენ! მაშ ასე...


image


1. ამსტერდამი, ჰოლანდია. გამხდარ, სპორტული აღნაგობის, მაღალ, მოდურად ჩაცმულ ქერა ლამაზმანებს ამ ქალაქის ქუჩებში თითქმის ყველგან შეხვდებით, ყველაზე სასიამოვნო ბონუსი კი სწორედ ის გახლავთ, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა არა მანქანით, არამედ ველოსიპედით გადაადგილდება. ამსტერდამელი ქალბატონები საკმაოდ თავისუფლები არიან და გასაცნობადაც ყოველთვის მზად არიან.


image


2. რიო - დე - ჟანეირო, ბრაზილია. როგორც კი სანაპიროზე დაეშვებით, თვალებს ვერ დაუჯერებთ ისეთ სილამაზეს შორის აღმოჩნდებით. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველაზე "ცხელ" ქალებს შეხვდებით. შოკოლადისფერი კანი, სქელი, მოვლილი თმა და მადიაღმძვრელი ფორმები! მოკლედ რიო - დე - ჟანეიროში დაგხვდებათ ყველაფერი ის, რითიც ბრაზილიელი ქალები მთელ მსოფლიოში არიან განთქმული.


image


3. კიევი, უკრაინა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი სილამაზე რეალურად მართლაც არსებობს! და თან ყველა გემოვნებისთვის... კიევში შეხვდებით როგორც მგზნებარე, ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებს, ასევე სუსტი აღნაგობის, გამხდარ გოგონებსაც, შეხვდებით როგორც ქერა, ცისფერთვალება მანდილოსნებს, ასევე შავგვრემან, მუქის თვალის ფერის მქონე უკრაინელებსაც. თითქმის ყველა მათგანს აქვს სქელი თმა, გრძელი წამწამები და ლამაზი მოვლილი კანი, ამასთან კიეველები საკმაოდ კომუნიკაბელურები, მხიარულები, მაცდუნებლები და ერთმნიშვნელოვად მიმზიდველები არიან.


image


4. კარაკასი, ვენესუელა. ვენესუელა - არის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მეტი "მის სამყაროს" გამარჯვებული აჩუქა. ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ლამაზი ქალები აქ საკმარისზე მეტია. კარაკასელი ქალბატონები არა მხოლოდ ლამაზები, არამედ ურთიერთობაშიც საკმაოდ მარტივები არიან, რომლებმაც გართობის ფასი ისე იციან როგორც სხვამ არავინ. კარაკასელები ასევე საკმაოდ ტემპერამენტულები და ვნებიანებიც არიან: თუ უყვართ - უყვართ გაგიჟებით, თუ სძულთ - მთელი არსებით სძულთ.image


5. ლოს - ანჯელესი, კალიფორნია, აშშ. ეს ქალები სხვა ქალაქების მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისგან გარეგნობით რადიკალურად განსხვავდებიან და უნდა ითქვას რომ მართლაც განსაცვიფრებლად გამოიყურებიან, რადგან თითოეული მათგანისთვის მოხდენილი ფიგურის, იდეალური ვარცხნილობისა და უზადო მანიკურის არ ქონა საკმაოდ ცუდ ტონად ითვლება, ამიტომ ლოს-ანჯელესში, მინიმუმ ყოველი მეორე ქალი ნამდვილი ლამაზმანია. სწორედ ამიტომ ყველა ამერიკელს სურს კალიფორნიაში გადასვლა, ხოლო ყველა კალიფორნიელი ლოს-ანჯელესში ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს როგორც წესი, ლამაზებს ან მდიდრებს გამოსდით.


image


6. ვარნა, ბულგარეთი. განათლებული და თავაზიანი სლავი ქალები, გარეგნულ მხარეს სათანადო ყურადღებას აქცევენ. სილამაზე და ხიბლი ბულგარელი ქალბატონების დამახასიათებელი ნიშნებია. ამ ყოველივეს ნახვა კი საკუთარი თვალით ნამდვილად ღირს.

image


7. ბუენოს - აირესი, არგენტინა. ამ ქალაქში უამრავი ლამაზი ქალია. მათი პლასტიკური ქირურგიით გატაცების მიუხედავად ისინი მაინც ძალიან ჰარმონიულები, აქტიურები, ქარიზმატულები და სასურველები არიან. არგენტინელი ქალბატონები გამუდმებით შესაფერისი მამაკაცების ძიებაში არიან, სწორედ ამ მიზნით, ქალაქში არაერთი კლუბი არსებობს, სადაც ადგილობრივი ლამაზმანების გაცნობას ყოველგვარი სირთულის გარეშე, მარტივად შეძლებთ.


image


8. კოპენჰაგენი, დანია. კოპენჰაგენი გახლავთ ქალაქი, სადაც მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით, ყველაზე მეტი სექსუალურად თავისუფალი ქალი ცხოვრობს. ცისფერთვალება, ქერა დანიელები ყოველთვის მზად არიან კომპანიონობა გაგიწიონ, თქვენთან ერთად დააგემოვნონ უგემრიელესი კოქტეილები, შემდეგ კი თქვენი გაცნობა უფრო ახლოს გააგრძელონ. კოპენჰაგენში ყოფნისას თქვენ ყოველთვის იგრძნობთ თქვენდამი ერთდროულად რამდენიმე ქალის მზერას.


image


9. სტოკჰოლმი, შვედეთი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სტოკჰოლმში ყველა ქალი ერთნაირად მშვენიერია. შედიხართ ნებისმიერ მაღაზიაში ან კაფეში და ხედავთ ტოპ-მოდელის გარეგნობის გოგონებს პირდაპირ ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანიდან, და ასეა ყველგან... გარდა ამისა, ამ ქალებმა მშვენივრად იციან წვეულებების ფასი და ის, თუ როგორ მიიღონ და გასცენ სითბო და სიყვარული. ისინი განათლებულები, კომუნიკაბელურები და მეგობრულები არიან, ყველა საუბრობს ინგლისურ ენაზე და სექსში ყოველგვარ ტაბუს უგულვებელყოფს. მაღალი, ქერა და ცისფერთვალება - სცადეთ აბა, სადმე იპოვოთ ქალის სილამაზისა და სექსუალობის ასეთი კონცენტრაცია!





0
1603
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1603