x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი! მე უკვე რეალიზებული ვარ თქვენგან განსხვავებით!" - მირანდა შელია

imageრუსეთში მოღვაწე ქართველი მოდელი მირანდა(მიმი) შელია, სოციალური ქსელის იმ ქართველებს მიმართავს, რომლებიც მის მიმართ აგრესიას გამოხატავენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო:




“ჩემო უკეთილშობილესო ქართველო კეთილის მსურველებო! ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი! რომ მწერთ იხურება “ინსტაგრამი” და რით რეალიზდებიო?

მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში თქვენგან განსხვავებით! ნუ ნერვიულობთ! პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ აქ ამ პლატფორმაზე! უწურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის, ”- წერს "ინსტაგრამის" სთორიზე მიმი შელია.
image
როგორც ცნობილია სულ მალე რუსეთში "ინსტაგრამი " ოფიციალურად დაიბლოკება: " მეგობრებო გამომიწერეთ ტელგრამზე" -წერს მირანადა.
image
მოდელი მირანდა შელია დაიბადა 1992 წლის 20 სექტემბერს დონის როსტოვში, დედის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მძიმე მშობიარობა ჰქონდა და თავიდან სიარულიც კი არ შეეძლო, გოგონას ერთ წლამდე ბებია ზრდიდა. როდესაც დედა გამოჯანმრთელდა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ შეუყვარდა რუსეთის დედაქალაქი.
მალევე როგორც ფოტომოდელი, მირანდა ცნობილი სახე გახდა ვიწრო წრეებში. მისი პიროვნებით ბევრი დაინტერესდა ირინა შეიკთან მსგავსების გამო, რასაც გოგონა ოსტატურად აკეთებდა მაკიაჟის დახმარებით . ზოგადად ფოტოებში ისინი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ პრაქტიკულად მათი განსხვავება შეუძლებელი იყო.
შესანიშნავი გარეგნობის გამო, მირანდა რეგულარულად თანამშრონლობს კოსმეტიკისა და ტანსაცმლის ბრენდების წარმომადგენლებთან. წარსულში ის იყო გამოსახული ისეთ ჟურნალების გარეკანებზე, როგორიცაა City Magazine და Avantage. მოდელმა ასევე მოახერხა საკუთარი კოლექციების შექმნაც.
image
2021 წლის მაისში მირანდა დაქორწინდა გრიგორი მამურინზე, სკანდალურ ბლოგერზე და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე.ქორწილს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ქეთა თოფურია.ეს სიახლე თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოდელს მანამდე არ გაუზიარებია მათ მომავალ ქმართან ურთიერთობის დეტალები.
დაწვრილებით მირანდა შელიას ბიოგრაფიას გაეცანით ამ ბმულზე
2
349
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
349
  
2022, 20 მარტი, 22:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 მარტი, 18:52
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE.GE
შემოგვიერთდით მეგობრებო. ❤ ❤ ❤
FRE.GE - ეს შენი საიტია.
0 1 2